Magdalena Posted September 19, 2020 Share Posted September 19, 2020 ცნობილია, რომ მიმდინარე წელს Microsoft წარადგენს განახლებულ პლანშეტ Surface Pro X-ს. როგორც წესი, მეორე თაობის მოწყობილობა წინა თაობისგან უმნიშვნელოდ იქნება განსხვავებული. კერძოდ, მოსალოდნელია Snapdragon 8cx Gen 2 5G-ს საფუძველზე არსებული Microsoft SQ2 პროცესორის გამოყენება. პირველი თაობის SQ1 პროცესორი იყო სტანდარტული Snapdragon 8cx აჩქარებული ცენტრალური და გრაფიკული პროცესორებით. ახალი ჩიპი დამყარებულია წინა არქიტექტურაზე, თუმცა უფრო მაღალი ტაქტის სიხშირეები აქვს. პროცესორის სხვა მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. ცვლილებები შეეხება გარეგნულ დიზაინსაც. კორპუსი იქნება პლატინისფერი, რაც ტრადიციულად Microsoft Surface მოწყობილობებში გამოიყენება. Surface Pro X იქნება ამ ფერის პირველი მოდელი ბრენდში. ასევე, ამ დრომდე იგი კალავიატურის ფერთა ვარიანტების გარეშე იყო წარმოდგენილი, ახალი თაობის პლანშეტში კი შემოთავაზებული იქნება სხვადასხვა ვარიანტის კლავიატურა. სავარაუდოდ, AMD64 არქიტექტურის ემულაცია პროგრამის მონაწილეების მიერ ტესტირებისთვის ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლომდე. ამჟამად Windows ARM-ზე შესაძლებელია თავდაპირველად გამოვიდეს აპლიკაციები ARM-სა და x86 არქიტექტურაზე ემულაციით. როგორც წესი, Microsoft-ის ანონსები მოსალოდნელია ოქტომბერში. https://bit.ly/3kr1FfO Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.