Magdalena Posted September 17, 2020 Posted September 17, 2020 ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა განაცხადა, რომ Sony-მ PlayStation 5-ის გამოსაშვები მოცულობა 4 მლნ აშშ დოლარით, 11 მლნ ერთეულამდე შეამცირა მიმდინარე ფინანსურ წელს AMD-ის ცალკრისტალიანი სისტემების დანაკლისის გამო. ამასთან, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსმა, Masahiro Wakasugi-მ გამოთქვა მოსაზრება ახალი სისტემის ფასის შესახებ. Microsoft-მა გასულ თვეში საკმაოდ აგრესიული ფასები გამოაცხადა მომდევნო თაობის კონსოლებზე: Xbox Series S გაიყიდება 299 აშშ დოლარად, Xbox Series X კი - 499 აშშ დოლარად. ეს ფასები დამატებით გავლენას მოახდენს Sony-ზე. ახალ Xbox-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 22 სექტემბერს იწყება. მოსალოდნელია, რომ კომპანია Sony PlayStation 5 კონსოლის გამოშვების თარიღისა და ფასის შესახებ განაცხადებს ოთხშაბათს დაგეგმილ ოფიციალურ პრეზენტაციაზე. Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის აზრით PS5 შესაძლოა ღირდეს 449 აშშ დოლარი, უფრო თხელი ციფრული ვერსია კი 400 აშშ დოლარად გაიყიდება. Bloomberg-მა ასევე განაცხადა, რომ Nintendo გეგმავს 2021 წელს გამოუშვას თავისი პორტატულ-სტაციონარული Switch-კონსოლის განახლებული ვერსია, რომელიც აღჭურვილი იქნება გაუმჯობესებული კომპონენტებითა და, შესაძლოა 4K ფორმატის მხარდაჭერით. პლატფორმის გამოშვებას თან ახლდება მთელი რიგი ახალი თამაშები, რაც გააძლიერებს კონკურენციას და Sony-სა და Microsoft-ს გაურთულებს ამოცანას - გეიმერები თავიანთი ახალი სისტემებისკენ მოიზიდონ. https://bit.ly/2ZEc5R9 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.