Magdalena Posted September 16, 2020 Share Posted September 16, 2020 კომპანია Acer-მა წარადგინა თავის ხაზში პირველი მონიტორი HDMI 2.1-ის მხარდაჭერით. მოდელის სახელწოდებაა XV282K KV და იგი შევიდა NITRO XV2 გეიმინგ მონიტორების სერიაში, რომელშიც უკვე მოცემულია ორი მოდელი. XV282K KV მონიტორში გამოყენებულია 28-დუიმიანი IPS-დისპლეი, რომელიც წარმოებულია Innolux-ის (M280DCA AAS) მიერ. როგორც Adaptive Sync და AMD FreeSync 48-144Hz დიაპაზონის მქონე მოწყობილობა, მოდელი გამოირჩევა თანამედროვე ინტერფეისებით - აქვს ერთი კონექტორი DisplayPort 1.4 Display Stream Compression 1.2 (DSC) ტექნოლოგიით, ასევე, ახალი სტანდარტის ორი HDMI 2.1 კონექტორი, რომლებიც გამოიყენება NVIDIA GeForce Ampere თაობის ახალ ვიდეო დაფებში და სამომავლოდ გამოყენებული იქნება AMD Radeon RDNA2-სა და მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში. გარდა ამისა, მონიტორს აქვს 4 USB 3.0 პორტი, 2-ვატიანი ინტეგრირებული დინამიკები და აუდიოდრაივერი. სხვა უპირატესობებიდან შესაძლებელია აღინიშნოს WLED განათება, 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, მაქსიმალური სიკაშკაშე - 550 კდ/მ2, გაფართოებული დინამიური დიაპაზონის მხარდაჭერა VESA HDR600 სერტიფიკაციით. ამჟამად Acer XV282K KV მონიტორი გამოჩნდა პლატფორმა Taobao-ზე წინასწარი შეკვეთისთვის. მონიტორის ფასია დაახლოებით 1232 აშშ დოლარი. გაყიდვების დაწყება დაგეგმილია 2021 წლის იანვრიდან, მონიტორი მთელ მსოფლიოში მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. https://bit.ly/3bV7sHa Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.