Magdalena Posted September 10, 2020 Share Posted September 10, 2020 პოპულარულმა რესურსმა Windows Central-მა გაასაჯაროვა Microsoft-ის მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლების გამოსვლის დრო და ფასები. ესენია ფლაგმანური Xbox Series X და ნაკლებად ძვირადღირებული Xbox Series S. შეგახსენებთ, ადრე კორპორაციამ Xbox Series X-ის რელიზის დროდ ოფიციალურად დაასახელა მიმდინარე წლის ნოემბერი, თუმცა ზუსტი თარიღი არ გაუხმაურებია. ამავე დროს, Xbox Series S-ის არსებობა Microsoft-ს არ დაუდასტურებია, თუმცა ამ ვერსიის მზადების შესახებ სხვადასხვა წყარო ავრცელებდა ცნობებს. ამჯერად კი Windows Central აცხადებს, რომ ორივე მოწყობილობა 10 ნოემბერს გამოვა. Xbox Series X კონსოლის ფასი 499 აშშ დოლარს შეადგენს. რეგიონების მიხედვით კონსოლი ხელმისაწვდომი გახდება Xbox All Access სქემის თანახმად, მომხმარებლები შეძლებენ კონსოლის შეძენას Xbox Live Gold-ის გამოწერასთან ერთად, რომლის ფასი თვეში 35 აშშ დოლარი იქნება. რაც შეეხება შედარებით ნაკლები ფასის მქონე Xbox Series S-ს, ამ ვერსიის საცალო ფასი დაახლოებით 299 აშშ დოლარი იქნება. Xbox All Access პროგრამის ყოველთვიური გადასახადი კი 25 აშშ დოლარს შეადგენს. ნოემბერში ახალი თაობის Xbox კონსოლების გამოშვება Microsoft-ს უზრუნველყოფს კარგი გაყიდვებით წინასადღესასწაულო სეზონზე. ცხადია, ეს მოწყობილობები, რომლებსაც დიდხანს ელოდა დაინტერესებული საზოგადოება, დიდი მოთხოვნით ისარგებლებს მთელ მსოფლიოში გეიმინგის მოყვარულთა შორის. https://bit.ly/35msv4t Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.