Jump to content

Bloomberg: BTC ან 500 ათას აშშ დოლარამდე გაიზრდება, ან ნულამდე დაეცემა


Recommended Posts

image.jpeg

1 სექტემბერს Bitcoin-ის ფასი 12 ათას აშშ დოლარზე ავიდა და ოპტიმიზმი გააღვივა კრიპტო ინვესტორებს შორის. ზრდას კი ფასის მკვეთრი ვარდნა მოყვა. 

სტატიის წერის მომენტში კრიპტოვალუტის ფასი დაახლოები 10400 აშშ დოლარი იყო. აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი დაკორექტირდა S&P 500 ინდექსისა და ოქროს სინქრონულად. 

Bloomberg-ის ანალიტიკოსმა მაიკ მაკგლონმა განაცხადა, რომ Bitcoin-ის მომდევნო ნაბიჯი იქნება ან 500 ათას აშშ დოლარამდე ზრდა, ან ნულამდე დაცემა. 

მისი თქმით, ამჟამად კრიპტოვალუტების ბაზარზე მეორდება 2017 წლის ხარული აღმასვლის პატერნი. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამჯერად Bitcoin-ის ფასს მხარს უჭერს განვიარებული ინფრასტრუქტურა და მზარდი DeFi ბაზარი. 

ანალიტიკოსი აგრეთვე მიიჩნევს, რომ Bitcoin-ის შეზღუდული შემოთავაზება გახდება სამომავლოდ მისი ფასის ზრდის მიზეზი. 

შეზღუდულმა შეთავაზებამ და მზარდმა მოთხოვნამ Bitcoin-ზე ამჟამად არსებულ ეკონომიკურ სიატუაციასთან ერთად შესაძლოა კრიპტოვალუტის ფასს 500 ათასი აშშ დოლარისკენ უბიძგოს, ან სრულიად დაამხოს. არასტაბილურობის დონის შემცირება აგრეთვე გვიჩვენებს, რომ Bitcoin აღემატება აქციებსა და ოქროს, როგორც დაგროვების საშუალება. 

500 აას აშშ დოლარიანი ფასი ნიშნავს იმას, რომ Bitcoin-ის კაპიტალიზაცია გაასწრებს ოქროს კაპიტალიზაციას 9 ტრილიონი აშშ დოლარით. ცნობილი ინვესტორი ენტონი პომპლიან მიიჩნევს, რომ ეს მოხდება უახლოესი ათი წლის განმავლობაში. ამჯამად Bitcoin-ის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 195 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს და 45-ჯერ ჩამორჩება ზემოთხსენებული ძვირფასი ლითონის კაპიტალიზაციას. 

 

Link to comment
Share on other sites

ნუ ეგ ისეთი აბსტრაქტული პროგნოზია, მე ვფიქრობ მინიმუმ 4000-5000$ დაეცემა კურსი, მაქსიმუმ კი 30000-40000$ ავა, ამ ეტაპზე ეგრე ვხედავ მარტო, ისტორიულ მაქსიმუმს და მინიმუმსაც ვუყურებ რაც ბოლო 2 წლის მანძილზე დაფიქსირდა + ჰალვინგი, ეგ არ ნიშნავს იმას რომ მართლა ჩამოვა მაგდენზე კურსი ან გაიზრდება მაგდენზე, შეიძლება თეორიულათ 20000$ ძალიან დიდხნას ვერ გაცდენო, მაგრამ რეზკი დროპები შეიძლება ნაკლებათ დაფიქსირდეს ჰალვინგის შემდეგ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ მძიმე კრიზისები არ მოხდება მცირე დროით მაინც, რეალური კურსი ყოველთვის სხვა იყო ხოლმე და საკმაოთ განსხვავდებოდა მასეთი პროგნოზებისგან, 20000$ ასვლაც ძალზე მოულოდნელი იყო 2017 დეკემბერში როგორც 1400$ ეთერეუმის აყვანა 2018 წლის იანვარში როცა ბიტკოინი მარტო 15000$ გაცდა მგონი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.