Jump to content

GeForce RTX 3080-ის ტესტები CUDA და OpenCL ამოცანებში - წარმადობის 68 %-იანი ზრდა RTX 2080-თან შედარებით


Recommended Posts

GeForce RTX 3000 სერიის ანონსის შემდეგ ეტაპობრივად ვრცელდება ვიდეო დაფების ტესტირების შედეგები. ამჯერად წარმოგიდგენთ RTX 3080-ის შეფასებას Compubench-ის ტესტების ნაკრების შედეგად CUDA და OpenCL გამოთვლით დავალებებში. 

image.jpeg 

GeForce RTX 3080 ვიდეო დაფის ტესტირება განხროციელდა 456.16 დრაივერის გამოეყენბით. საუბარი ეხება ვარიანტს 20 გბ ვიდეომეხსიერები და 68 გამომთვლელი ბლოკით (ნაკადური მულტიპროცესორებით), სიხშირე - 1710 მჰც. ეს გახლავთ ან Founders Edition მოდელი, რომელიც ერთ-ერთმა მიმომხილველმა გატესტა, ან გარე მწარმოებლების მიერ შექმნილი დაფა ანალოგიური სიხშირით. CUDA-ს საინფორმაციო გვერდი ადასტურებს, რომ საუბარი ეხება 320-ბიტიანი მეხსიერების კონფიგურაციას 19 გბ/წმ მოდულებით. 

image.jpeg 

ეს ტესტები ორიენტირებულია გამოთვლებზე და კავშირი არ აქვს გეიმინგ წარმადობასთან. განსაკუთრებით, თუკი მხედველობაშ მივიღებთ გამოთვლების აჩქარებისთვის განკუთვნილ ახალ ბლოკებს (მაგალითად, ტენსორული ბირთვები და რეითრეისინგის ბლოკები). 

image.jpeg 

VideoCardz-ის წარმომადგენლებმა შეაგროვეს მონაცემები CUDA და OpenCL ტესტებისთვის. ორივე ტესტის საშუალო მაჩვენებელი მეტნაკლებად მსგავსია. GeForce RTX 3080 დაფას საშუალოდ შეუძლია 68%-ით მეტი წარმადობის დემონსტრირება RTX 2080-ან შედარებით და 38-41%-ით მეტი - RTX 2080 Ti დაფასთან შედარებით. 

image.jpeg 

image.jpeg 

შეგახსენებთ, NVIDIA GeForce RTX 3080 მოდელს აქვს 8-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი GA102-200 – 8704 CUDA ბირთვით, მუშაობს ახალი თაობის 10 გბ GDDR6X მეხსიერებასთან ერთად და გამოყენებული 320-ბიტიანი მეხსიერების სალტე. ვიდეო დაფის ოფიციალური გაყიდვა 17 სექტემბრიდან დაიწყება. მოსალოდნელია, რომ რეცენზენტები Founders Edition წარმადობის ტესტებს გამოაქვეყნებენ 14 სექტემბერს, გარე მწარმოებლების მიერ შექმნილი დაფების მიმოხილვა კი დაახლოებით 17-18 სექტემბრისთვის გახმაურდება. 

image.jpeg 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

ანუ მოსალოდნელია ძალზე დიდი მატება მაინინგშიც, კაკრაზ მაგ კუდას იყენებს ბევრ ალგოებზე პირველ რიგში და VRAM ზომა და გამტარობაც ძალზე მნიშვნელოვანია ზოგიერთ ალგოებზე, იგივე ზკოინზე ძალზე დიდი პრიროსტი ექნება 3070 vs 1080 თუნდაც, დაჟე მაგ 3070 კარტაზე 1080tI ლამის ორჯერ მეტი ჰეშრეიტი ექნებაო, მალე გავიგებთ მაგას უკვე, კუდა11 იმუშავებენო პირდაპირ ტ-რექსის მაინერზე დეველოპერმა ეგრე თქვა, მეტი არაფერი დაჭირდებაო დრაივერის გარდა, 3070სუპერიც ხოშიანი უნდა იყოს მაინინგისთვის 16გბ vram-ით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.