Jump to content

NVIDIA-მ წარადგინა ინსტრუმენტების ნაკრები გეიმინგ ვიდეო დაფების სიღრმისეული ტესტირებისთვის


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-მ წარადგინა აპარატულ-პროგრამული კომპლექ Reviewer Toolkit for Graphics Performance, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს წარმადობის მონიტორინგი თამაშებში, რიცხვობრივად შეფასდეს გამოსახულების გამოსვლის შეყოვნება (input lag), აგრეთვე გაიზომოს გრაფიკული ბარათების ენერგომოხმარება. ინსტრუმენტების ნაკრები სასარგებლო იქნება პირველ რიგში ახალი ვიდეო დაფების მიმომხილველთათვის. 

image.jpeg 

ნაკრების შემადგენლობაში შედის აპარატული ბლოკი გამოსახულების გამოტანის დაყოვნების მონიტორინგისთვის (LDAT), მოხმარებადი ენერგიის ანალიზატორი (PCAT), აგრეთვე პროგრამული უზრუნველყოფა FrameView 1.1. 

image.jpeg 

NVIDIA განმარტავს, რომ LDAT (Latency Display Analysis Tool) არის ინსტრუმენტი გამოსახულების გამოტანის დაყოვნების მაჩვენებლის მონიტორინგისთვის (input lag). ეს ტერმინი გამოიყენება გეიმინგ სისტემების კომპლექსურ წარმადობასთან მიმარებაში და აღწერს მომხმარებლის მხრიდან ოპერაციის ბრძანების მიცემასა და ეკრანზე გამოტანის შედეგს შორის ნაჩვენებ დროს. პროფესიონალი კიბერსპორტსმენებისთვის ეს მაჩვენებელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია შესაბამისი მონიტორის შერჩევისას. რეაქციის დროის შემცირება გეიმრს თამაშში შედეგების გაუმჯობესების შესაძლებლობას ანიჭებს. 

image.jpeg 

მეორე ინსტრუმენტი, PCAT (Power Capture Analysis Tool) - ეს არის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის კომბინაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტად გაიზომოს ვიდეო დაფის ენერგომოხმარების დონე, აგრეთვე წარმადობის მაჩვენებელი თითოეულ მოხმარებულ ვატზე. მისი წყალობით შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა გრაფიკული დაფის ენერგოეფექტურობის შედარება. 

image.jpeg 

ინსტუმენტების ნაკრებში შესულია პროგრამული უზრუნველყოფა FrameView 1.1, რომელიც საშალებას იძლევა რეალურ დროში მონიტორზე მიედევნოს თვალ-ყური აპარატული საშუალებებით შეგროვებულ ინფორმაციას. ახალ ვერსიაში NVIDIA-მ გადაამუშავა ანგარიშები და ფაილები. სრულ ანგარიშში ამჟამად მოცემულია კატალოგში არსებული ყველა ჩანაწერის ბმული. გაჩნდა დიაგრამების ავტომატურად შექმნის მაკეტი მონაცემთა Excel-ის ცხრილში გადატანისას. დაემატა ინტერფეის Vulkan-ისა და PCAT მოდულის მხარდაჭერა. გარდა ამისა, კომპანიამ გადაამუშავა პროგრამის საინსტალაციო ფაილი, გაამარტივა მისი განახლება, აგრეთვე დაუმატა ახალი მნიშვნელობები გამოსახულების გამოტანის შეყოვნების (Render Present Latency), CPU-ისა და სხვა სისტემური პარამეტრების მუშაობისთვის. 

image.jpeg 

FrameView 1.1-ის გამოყენება უკვე შესაძლებელია, ჩამოტვირთვისთვის ხელმისაწვდომია NVIDIA-ს ვებ-გვერდზე. LDAT-სა და PCAT-ს კი კომპანია წარუდგენს რჩეულ მიმომხილველებს მთელ მსოფლიოში, რათა მათ შეძლონ შეკრებილი ინფორმაციის გამოყენება თავიანთ მიმოხილვებში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.