Jump to content

NVIDIA Ampere სერიის უფროსი გეიმინგ მოდელების წარდგენა: GeForce RTX 3090, RTX 3080 და RTX 3070


Recommended Posts

კომპანია NVIDIA-ს ხელმძღვანელმა Jensen Huang-მა წარადგინა ახალი თაობის ვიდეო დაფები. როგორც მოსალოდნელი იყო, ამჯერად დაანონსდა უფროსი მოდელები: GeForce RTX 3090, GeForce RTX 3080 და GeForce RTX 3070. ვიდეო დაფები აგებულია Ampere თაობის GPU-ებზე, რომლებიც დამზადებულია 8-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით Samsung-ის მიერ. მათი წინამორბედი Turing-სერიის წარმომადგენლები კი იწარმოებოდა TSMC-ის 12-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით.

image.png

GeForce RTX 3090

უფრო თხელ ტექნოპროცესზე გადასვლის შედეგად შესაძლებელი გახდა კრისტალზე ბევრად მეტი ტრანზისტორის განთავსება, რისი წყალობით მნიშვნელოვნად გაიზარდა ფუნქციური ბლოკების რიცხვი. სამწუხაროდ, ჯენსენ ჰუანგს არ დაუკონკრეტებია GPU-ების კონფიგურაციები, მახასიათებლებიდან კი დაასახელა მხოლოდ მეხსიერების ქვესისტემები. GeForce RTX 3090-ს აქვს 24 გბ GDDR6X ეფექტური 19.5 გჰც სიხშირით, 384-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 936 გბ/წმ მეხსიერების ქვესისტემის სიჩქარეს. შეგახსენებთ, GeForce RTX 2080 Ti-ს შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ 11 გბ GDDR6 მეხსიერება დაახლოებით ერთნახევარჯერ ნაკლები სიჩქარით.

image.png

ახალი ვიდეო დაფის GPU-ის მაქსიმალური თეორიული წარმადობა 36 Tflops-ს შეადგენს ტრადიციული shader-ების გამოყენებით (Shader-TFLOPS). რეითრეისინგის მუშაობისას წარმადობა 69 Tflops დონეზეა (RT-TFLOPS), ტენსორული ბირთვების გამოყენებით განხორციელებულ ოპერაციებში კი წარმადობა აღწევს 285 Tflops-ს (Tensor-TFLOPS).

image.png

NVIDIA-ს განცხადებით, მოცემული ვიდეო დაფა შექმნილია 8K გაფართოების თამაშებისთვის, სადაც მას შეუძლია სტაბილური 60 FPS-ის უზრუნველყოფა. ასევე აღინიშნა, რომ ეს დაფა დაახლოებით 50%-ით სწრაფია 4K გაფართოებაში Titan RTX-თან შედარებით.

GeForce RTX 3080

GeForce RTX 3080 ვიდეო დაფას NVIDIA-ს ხელმძღვანელმა ფლაგმანი უწოდა და თავი აარიდა კითხვას - რას წარმოადგენს მაშინ GeForce RTX 3090. ნებისმიერ შემთხვევაში, GeForce RTX 3080 ნამდვილად გამოიყურება ფლაგმანივით როგორც ვიზუალურად, ისე წარმადობის კუთხით.

image.png

მახასიათებლებიდან აღინიშნა 10 გბ GDDR6X 1.71 გჰც სიხშირით. მეხსიერება დაკავშირებულია 320-ბიტიანი სალტით, რაც უზრუნველყოფს 760 გბ/წმ სიჩქარეს. შეგასენებთ, წინა GeForce RTX 2080 მოდელის მახასიათებლები იყო 8 გბ GDDR6 მეხსიერება და 448 გბ/წმ სიჩქარე.

image.png

GeForce RTX 3080 დაფის წარმადობა შეიდერების გამოყენებით ტრადიციულ რენდერინგში შეადგენს 30 Tflops-ს (Shader-TFLOPS). რეითრეისინგის შემთხვევაში ვიდეო დაფა უზრუნველყოფს 58 Tflops-ს (RT-TFLOPS), ტენსორული ბირთვების გამოყენებისას ოპერაციებში კი უზრუნველყოფილია 238 Tflops-ამდე წარმადობა (Tensor-TFLOPS). ჯენსენ ჰუანგის თქმით, ვიდეო დაფა GeForce RTX 3080 წარმადობით ორჯერ აღემატება თავის წინამორბედ GeForce RTX 2080-ს.

GeForce RTX 3070

წარმოდგენილი სამეულიდან ყველაზე უბრალოა GeForce RTX 3070. იგი ისევე, როგორც მისი წინამორბედი GeForce RTX 2070, გვთავაზობს 8 გბ GDDR6 მეხსიერებას.

image.png

GeForce RTX 3070 ამაჩქარებლის წარმადობის დონეა 20 Tflops ტრადიციულ რენდერინგში შეიდერებით (Shader-TFLOPS). რეითრეისინგისას - 40 Tflops (RT-TFLOPS), ტენსორული ბირთვების გამოყენებისას კი აღწევს 163 Tflops-ს (Tensor-TFLOPS). NVIDIA-ს განცხადებით, ახალი GeForce RTX 3070 წინა სერიის ფლაგმანზე - GeForce RTX 2080 Ti-ზე მეტი წარმადობის მქონეა.

გაყიდვაში პირველი გამოვა GeForce RTX 3080 – 17 სექტემბრიდან. მისი ფასი იქნება 699 აშშ დოლარი. შედარებით ხელმისაწვდომი RTX 3070 გამოვა ოქტომბერში და მისი ფასი იქნება 499 აშშ დოლარი. და ბოლოს - GeForce RTX 3090 გაიყიდება 24 სექტემბრიდან 1499 აშშ დოლარად.

https://bit.ly/3hRRksn

 

image.png

image.png

image.png

Link to comment
Share on other sites

ეგ ყველაზე კარგი რეფერანსია მგონი რაც აქამდე გამოუშვია ნვიდიას, მაგრამ მე მაინც 2-3 ვენტილატორიანი არარეფერანს მოდელები მირჩევნია ეგეთებს, ცნობილი ბრენდებიც კარგათ დახვეწავდენ ფანებს და გაგრილების სისტემას და მაგიტომ კარგი ბეკპლეიტით და ხარისხიანი ფანებით, ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლობას მაინდამაინც ეგეთი ვიყიდო მაინინგი იქნება თუ გეიმინგი, ფასში სხვაობა დიდი არც იქნება მასეთებს შორის, მაგრამ არარეფერანსიც ბევრნაირი გამოდის, ეფექტური და არც ისე გაგრილებით მინი-პს რომლებსაც უშვებენ მაგას არავის ვურჩევდი გეიმინგ-მაინინგისთვის საყიდლათ მაინც

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.