Jump to content

ძმები უინკლუოსები: Bitcoin-ის ფასი 500 ათასი აშშ დოლარი გახდება


Recommended Posts

image.jpeg

ტაილერ და კემერონ უინკლუოსებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი Bitcoin-ის მზარდ საიმედოობას აშშ-ის ოქროსთან, ნავთობსა და დოლართან დაკავშირებული „ფუნდამენტალური პრობლემების“ ფონზე. 

თავიანთ ბლოგში მლიარდერმა ძმებმა ივარაუდეს პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდა 500 ათას აშშ დოლარამდე: 

ისეთ აქტივებში ჩადებული ფული, როგორებიცაა უძრავი ქონება ან საფონდო ბაზარი, დროს ფეხს აუწყობს. ოქროში ჩადებულ ფულს კი ინფლაცია ელის. რაც შეეხება Bitcoin-ში  განხორციელებულ ინვესტიციებს, ისინი ყველაზე სწრაფად მოიტანს მოგებას და ოქროს გაუსწრებს“. 

კრიპტოენთუზიასტები მიიჩნევენ, რომ პრაქტიკულად ყველა აქტივი ამჟამად ციფრულ ვალუტასთან შედარებით წაგებაშია. ტყუპები მიგვითითებენ იმაზე, რომ ფედერალური რეზერვების სისტემა აგრძელებს ტრილიონობით სახელმწიფო ფულის ბეჭდვას. 

„ჯერ კიდევ COVID-19-მდე ბეჭდავდა ხელისუფლება ფულს, ბანანის რესპუბლიკასავით“. 

მას გარდა, მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს კორონავირუსის ეპიდემიის გავლენით გაიზრდება აშშ-ის ვალის მიმარება მშპ-თან იმაზე მეტად, ვიდრე ბოლო ათი წლის განმავლობაში. ძმები აღნიშნავენ, რომ პრობლემები არსებობს როგორც ნავთობთან, ისე ოქროსთან დაკავშირებით. 

ნავთობი ზარალდება იმით, რომ მისი შეთავაზება იმაზე მეტია, ვიდრე რეალიზებულ იქნებოდა ჰიდრავლიკური ნარღვევი. COVID-19-მა ცალსახად აჩვენა, რომ ინდუსტრია მოწყვლადია „მოთხოვნის შოკისადმი“. 

Hydraulic fracturing, fracking - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი ჭაბურღილებიდან ნავთობის ამოღებისა და ნაკადის ინტენსიფიკაციისთვის. მეთოდი გულისხმობს შესაბამის შრეებში მაღალი გამტარობის ბზარის შექმნას, რათა უზრუნველყოფილ იქნას მოპოვებული ფლუიდის (აირი, წყალი, კონდენსატი, ნავთობი ან მათი ნაერთი) მიწოდება ჭრილის ფსკერისკენ. 

ოქრომ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს დაგროვების საიმედო საშუალებასა და „ინფლაციისგან დაცვის კლასიკურ საშუალებას“, შესაძლოა სტტუსი დაკარგოს ასტეროიდებზე კომერციული მოპოვების გამო. 

გარდა ამისა, ძვირფასი ლითონის ტრანსპორტირება რთულია, განსაკუთრებით კი პანდემიის პირობებში. Bitcoin-ს ამგვარი პრობლემა არ გააჩნია. 

Bitcoin-ი, საბოლოო ჯამში, წარმოდგენს ერთადერთ გრძელვადიან დამცველს ინფლაციისგან“. 

 

Link to comment
Share on other sites

ეგ აჩერედნოი სულელური გიპოტეზაა რეალობასთან ძალზე შორს ჩემი აზრით, ჩემი აზრით 30000$ გაცდენაც გაუჭირდება, არის მიზეზები მაგისთვის და არ დავიწყებ ახსნას თუ რატომ არ მოხდება ადვილათ ეგ, ჯერ გაცდენ თუნდაც 15000$ რაც არ მოხმდარა რაც დაეცა 2018 წლის თებერვლიდან კურსი, ამიტომ ჯერ 15000$ გაცდენ მერე 20000$, მერე შეიძლება უფრო მაღალ პაზატალებზე ოცნება, ისე თუ დაბალია კურსი უცბათ ზრდას და გახუთმაგებას ვერ მოახერხებენ 2-3 კვირაში, გამორიცხული კრიპტობაზარზე არაფერია მაგრამ ეგრეა ამ ეტაპზე სამწუხაროთ, ვეილსები მოღვაწეობენ მაგრამ ასობით და ათასობით მილიარდს მანდ არ დებენ ნამდვილათ ამ ეტაპზე, მაგის გარეშე 500000$ კი არა და 50000$ მისვლაც შეუძლებელი იქნება შემდეგი 2-3 წლის მანძილზე თუნდაც, მერე რა მოხდება არავინ არ იცის მაგრამ ეხლა ეგრეა, 12000$ გაცდენაც კი უჭირს 15000$ რომ თავი დავანებოთ ჯერ და ეგ ჰალვინგის შემდეგ, ჯერ ადრეა მაგხელა კურსზე ოცნებაც კი, რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ 100$ და ეგეთებზეც რომ არ ჩამოდის და არ უნდა ჩამოვიდეს იდეაში არასდროს ეგ ფაქტია, კაკ მინიმუმ ახლო მომავალში, მასეთ კრახს კრიპტო ბუშტების თეორიის მხარდაჭერის სპეციალისტები უქადაგებდენ ბიტკოინს, მაგრამ აქამდე მაქს რაზეც დაეცა იყო 3000$ 20000$ ასვლის შემდეგ, ეგ შეიძლება გავდა ბუშტის გასკდომას და მურტალ პირამიდას მაგრამ რეალურათ სხვა რაღაცის გამო გაუჭირდა ეგრე ძალიან მაგ პერიოდში

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.