Jump to content

მოსაზრება: Bitcoin-ი ინსტიტუციონალებს მიიზიდავს დოლარის გაუფასურების გამო


Recommended Posts

ამერიკელი ინსტიტუციონალი ინვესტორების ინტერესი ოქროს მიმართ დადებითად აისახება Bitcoin-ის მასობრივი მიების საკითხზე - დარწმუნებულია კომპანია Gold Bullion International-ისა და 10T Holdings-ის თანადამფუძნებელი დენ ტაპიერო. 

image.png 

მისი თქმით, ამ მიმართულებით უდიდესი ნაბიჯი გადადგა შტატ ოჰაიოს პოლიციისა და სახანძრო დაცვის ფონდმა, რომელმაც 16 მლრდ აშშ დოლარი ჩადო ოქროში - საერთო ინვესტიციების 5%. ამგვარად ორგანიზაციამ ავი დაიზღვია ინფლაციისგან დოლარის გლობალური რეცესიის ფონზე. 

„ფიატური ვალუტის გაუფასურება ასტიმულირებს ინვესტირებას ოქროში ამჟამად და Bitcoin-ში - სამომავლოდ“ - აღნიშნა ტაპიერომ. 

აგვისტოს დასაწყისში უნცია ოქროს ფასმა მიაღწია რეკორდულ 2089 აშშ დოლარიან მაჩვენებელს აშშ-ის ეკონომიკური გაურკვევლობის, საპროცენტო განაკვეთების შემცირებისა და მოსახლეობის ფულადი სტიმულირების ფონზე.  

ადრე მილიარდერმა უორენ ბფეტმა ძვირფასი ლითონის ინვესტიცია მოახდინა - მან შეიძინა ოქროს მომპოვებელი კომპანია Barrick Gold-ის თითქმის 21 მლნ აქცია 562 მლნ აშშ დოლარად. 

ამასთან, ფასის კორელაცია ოქროსა და Bitcoin-ს შორის გაორმაგდა ბოლო სამი თვის განმავლობაში და მიაღწია რეკორდულ 67.1 %-იან მაჩვენებელს. 

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ მარტში დენ ტაპიერომ აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებში ნეგატიური განაკვეთები "მეგახარული" სიგნალია Bitcoin-ისთვის. 

 

Link to comment
Share on other sites

ბიტკოინი არ ვიცი მაგრამ 2018 წლის 31 ივლისიდან მოყოლებული დღეს ეთერეუმზე რეკორდული 466$ კურსი დაფიქსირდა და მაინინგშიც გაცილებით მეტს აკეთებს ეხლა ვიდრე აქამდე, მაგრამ რა თქმა უნდა არის კავშირში ეთერეუმის კურსი ბიტკოინის კურსთან, ის თუ დაეცა ვერც ეთერეუმი გაიზრდება რეზკათ, რაც არ უნდა იყოს ლამის 0.0390btc აარტყა eth-btc ფასმა, ეგ კი ძალზე მაღალი მაჩვენებელია და რედკათ ადიოდა მაგდენზე აქამდე, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე, რომ ვწერდი კიდე ახალი რეკორდი დაფიქსირდა, ეხლა 471$ ბოლო 24 საათის რეკორდი, ბიტკოინი კი უახლოვდება ისევე 12000$, კრიპტობაზრის ჯამური კაპიტაზაცია სულ მალე უნდა გაცდეს ამ დღეებში უკვე წესით 400$ მილიარდს, მათ შორის ბიტკოინი 220$ მილიარდს უახლოვდება ეთერეუმი კიდე 52$ მილიარდს, პრინციპში უკვე გაცდენია და 402 მილიარდია კაპიტალიზაცია ამწუთას, მაგაზე ზევით კი მარტო 2018 წლის იანვარში იყო, ან 2017 წლის დეკემბერში, მაგის შემდეგ მგონი აღარც ყოფილა მაგდენზე

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.