Jump to content

Bitcoin-ის ფასი შემცირდა ფედერალური რეზერვების ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, რომ სისტემა ინფლაციისთვის მზადყოფნაშია


Recommended Posts

Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 2%-ით, 11 200 აშშ დოლარამდე შემცირდა აშშ-ის ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის სიტყვით გამოსვლის შემდეგ. როგორც CNBC გვატყობინებს, მან განაცხადა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მზადაა 2%-ს ზემოთ ინფლაციისთვის. 

ამერიკული ცეტრალური ბანკი ფორმალურად გადავიდა „საშუალო ინფლაციის ტარგეტირების“ პოლიტიკაზე. 

პაუელის თქმით, პოლიტიკის „გადამწყვეტი“ განახლება საშუალებას იძლევა უკეთ იქნას მხარდაჭერილი შრომითი ბაზარი და ეკონომიკა ჯამში. პრაქტიკაში ეს გულისხმობს ძირითადი კურსის ნულოვან დონეზე შენარჩუნების უფრო ხანგრძლივ პერიოდს. 

ფედერალური რეზერვების სისტემის ხელმძღვანელის გამოსვლამ ბაზარი აამოძრავა. სტატიის წერის მომენტში Bitcoin 11 200 აშშ დოლარზე ჩამოვიდა: შემცირდა 2.4 %-ით. უნცია ოქროს ფასი შემცირდა 1.2%-ით  - 1930 აშშ დოლარამდე. 

image.png 

BTC/USD-ის კურსი. წყარო: TradingView 

ფედერალური რეზერვების ხელმძღვანელის აზრით ნეიტრალური საპროცენტო განაკვეთი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და რჩება დაბალ დონეზე. ეს მაჩვენებელი ახასიათებს ძირითადი კურსის დონეს, რომელიც არ ზღუდავს ეკონომიკურ ზრდას და არ იწვევს ინფლაციას. 

პაუელმა აღნიშნა, რომ 40 წლის წინანდელი ვითარებისგან განსხვავებით, როდესაც მისი წინამორბედი პოლ ვოლკერი მკვეთრად ამკაცრებდა მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაცია ამჟამად საფრთხეს არ წარმოადგენს. იგი ამაში დემოგრაფიისა და ახალი ტექნოლოგიების გავლენას ხედავს. 

„ბევრი არალოგიკურად მიიჩნევს, რომ ფედერალური რეზერვების სისტემას სურდა ინფლაციის გაღვივება. თუმცა მისი მეტად დაბალი მაჩვენებელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასევე შეიძება წარმოადგენდეს სერიოზულ რისკს ეკონომიკისთვის“ -  განაცხადა პაუელმა. 

პაუელი და მისი კოლეგები თვლიან, რომ პოლიტიკის ცვლილება აამაღლებს ინფლაციურ მოლოდინებს და შექმნის წინაპირობებს ინფლაციის მიზნობრივ 2%-იან დონემდე გაზრდისთვის. 

ამერიკული ბირჟა Gemini-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ტაილერ უინკლუოსმა პაუელის კომენტარის შემდეგ უარი თქვა დოლარი ეღიარებინა ღირებულების შენარჩუნების საიმედო საშუალებად. 

image.png 

ეკონომისტმა ლიუკ გრომენმა ფედერალური რეზერვების პოლიტიკის ცვლილება არჩევანის არარსებობით განმარტა. იგი თვლის, რომ ინფლაციის გაღვივების ალტერნატივა იქნებოდა ფართომასშტაბიანი დეფოლტების სერია, მათ შორის სუვერენულებისაც. 

image.png 

შეგახსენებთ, მარტში ფედერალური რეზერვების სისტემამ ძირითადი განაკვეთი 0-0,25%-მდე შეამცირა. იმ დროს გაიყო აზრი, შეძლებდა თუ ვერა Bitcoin-ი გამხდარიყო ინფლაციისგან დაზღვევად. 

აგვისტოში Nasdaq-ზე კოტირებულმა კომპანია MicroStrategy-მ შეიძინა 21 454 BTC (დაახლოებით 250 მლნ აშშ დოლარის ღირებულების, მაშინდელი კურსით). კომპანია Bitcoin-ს განიხილავს, როგორც უფრო საიმედო ალტერნატივას აშშ დოლარის დევალვაციისას. 

საინვესტიციო კორპორაცია Fidelity, რომელიც მართავს $ 8.3 ტრილიონ დოლარის ოდენობით აქტივებს, Bitcoin-ს მიიჩნევს ტრადიციული ფინანსური სისტემის პრობლემებისგან დაზღვევად. მისმა პრეზიდენტმა უკვე შეიტანა განცხადება აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და გაცვლის კომისიაში (SEC), რ დარეგისტრირდეს Bitcoin-ფონდი, რომელიც ორიენტირებული იქნება ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.