Jump to content

ვირუს Ryuk-ის შემქმნელებმა 1 მილიონის ექვივალენტ Bitcoin-ზე მეტი გაიტანეს Binance-იდან


Recommended Posts

image.jpeg

გამომძალველ პროგრამა Ryuk-ის შემქმნელებმა მისი მეშვეობით Bitcoin-ბირჟა Binance-იდან 1 მლნ აშშ დოლარი გაიტანეს. ამის შესახებ იტყობინება Forbes კიბერუსაფრთხოების ანონიმური სპეციალისტების ცნობებზე დაყრდნობით. 

ექსერტებმა აღმოაჩინეს, რომ Ryuk-ან დაკავშირებული გუნდი სამი წლის განმავლობაში გზავნიდა 13 სხვადასხვა საფულედან 1 064 865 $-ს Binance-ის საფულეში. ბოლო ტრანზაქცია განხორციელდა მიმდინარე აგვისტოში. 

63 შერჩეული ტრანზაქციიდან, რომლის ჯამი 5 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი იყო, 1 მლნ $ გაიგზავნა ჰაკერების საფულეებში რამდენიმე მისამართზე. მოგვიანებით ანხა შევიდა Binance-ზე, რამაც ბოროტმოქმედებს საშუალება მისცა თანხა გაეტანათ გამოსასყიდის სახით“ - ნათქვამია ანგარიშში. 

დანარჩენი 4 მილიონ 700 ათასი აშშ დოლარი რჩება სხვადასხვა ბირჟისგარე მისამართზე. ჯამში FBI-ს მონაცემებით, დაზარალებულებმა 61 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხეს Ryuk-ს შემქმნელებს. 

Binance-ს უსაფრთხოების ექსპერტებმა განაცხადეს, რომ „ფულის გათეთრებასთან, გამომძალველობასა და სხვა ზიანისმომტან ქმედებებთან ბრძოლა მათი ყოველდღიური საქმიანობაა“. მათ დაამატეს, რომ მათ არსენალშია უამრავი ინსტრუმენტი საეჭვ აქტივობის გამოვლენისთვის. 

„სამწუხაროდ, როდესაც საუბარი ეხება ქსელის დონეზე უკანონო საქმიანობის აღმოჩენას, ყოველთვის ვერ ხერხდება ცალსახა დასკვნების გამოტანა. მიმღებს შესაძლოა წარმოდგენა ჰქონდეს თანხის უკანონო წყაროს შესახებ“ - განმარტავენ Binance-ში. 

ერთ-ერთმა ექსპერტმა ანონიმურ პირობებში განაცხადა, რომ უკანონო საქმიანობასთან ბრძოლა არ წარმოადგენს იოლ კომპორომისს: 

„თუკი გაამკაცრებთ პოლიტიკასა და პროცედურებს ბოროტმოქმედებისთვის ბარიერების შესაქმნელად, ეს უარყოფითად იმოქმედებს ყველა კეთილსინდისიერ მომხმარებელზე. აქ არ არსებობს მარტივი პასუხი“ - განაცხადა მან Forbes-თან. 

 

Link to comment
Share on other sites

ხო ეგეთი ჰაკერული ქმედებები და ხიშენიები აგდებს როგორც კურს ასევე ხშირათ ინვესტიციებიც მცირდება მაგის შემდეგ, თუ სწრაფ-სწრაფათ განმეორდა ეგეთი დაჰაკვები შეიძლება სერიოზული კურსის ვარდნაც კი გამოიწვიოს, გააჩნია რა თანხებს მოიპარავენ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.