Jump to content

ევროკომისია კრიპტოაქტივების რეგულირების წესებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოსცემს


Recommended Posts

image.jpeg

შემოდგომაზე ევროკომისია დაასრულებს ციფრული ფინანსების ბაზრის რეგულირების შემუშავებას და წარადგენს კრიპტოაქტივების მკაფიო განსაზღვრებას ევროპული კანონმდებლობისთვის. 

როგორც IFC გვატყობინებს, წლის განმავლობაში ევროპის კავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ევროპის კომისია, კონსულტაციას გადიოდა მთელი ევროპის ექსპერტებთან, რაა შეემუშავებინა რეკომენდაციები ციფრული ფინანსების ბაზრის რეგულირებისთვის. ამ კონსულტაციების შედეგად შეიქმნა „სამუშაო დოკუმენტი“ სამომავლო რეგულირების მკაფიოდ განსაზღვრული პრიორიტეტებით: 

  • ყველა ტიპის კრიპტოაქტივის, მათ შორის Stablecoin-ებისა და ტოკენ-აქციების,  განსაზღვრისთვისთვის განკუთვნილი გადაწყვეტილება; 

  • ცვლილებების შეტანა ევროკავშირის დირექტივაში „ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრის შესახებ“ (MiFID II) და მასში კრიპტოაქტივების ჩართვა; 

  • წესების შემუშავება ბლოკჩეინზე მომუშავე პლატფორმებისთვის. 

„ველით, რომ ეს კანონი ევროპისთვის ისტორიული გახდება“ - განაცხადა European Blocktech Federation-ის თავმჯდომარე Bruno Schneider  Le Saout-მა. – „ეს რეგულირება მხარს დაუჭერს ციფრული ფინანსების ინდუსტრიის განვიარებას წლების მანძილზე“. 

მან აგრეთვე აღნიშნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლებიც მოხდება ახალი მარეგულირებელი წესების შემოების შემდეგ: 

ახალი კანონმდებლობა უზრუნველყოფს იურიდიულ განსაზღვრებას, რომელიც აუცილებელია როგორც კრიპტოაქტივისთვის, რათა იგი არ მოხვდეს ამჟამად მოქმედი კანონმდებლობის გავლენის ქვეშ, არამედ ფინანსურ მომსახურებებში DLT-ს გამოყენებისა და ტრადიციული ფინანსური ინსტრუმენტების ტოკნიზაციისთვის. გარდა ამისა, გაჩნდება კრიპტოაქტივების , როგორც „ფინანსური ინსტრუმენტების“ განსაზღვრება, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მასში შედის კრიპტოაქტივები ევროპულ და ეროვნულ იურიდიულ ინსტრუმენტთა ფართო სპექტრში, რომელსაც არეგულირებს ევროკავშირის ფინანსური ბაზარი“. 

სევე არსებობს ტოკენ-აქციების მკაცრი განსაზღვრებისა და უფლებრივი ბაზისის გარდაუვალობა. სამომავლო რეგულირება გულისხმობს ამ ტოკენების მუშაობის შემოწმების საშუალებას. 

გარდა ამისა, შემუშავებაში მყოფი კანონმდებლობა მოიცავს კრიპტოვალუტების ბაზრის სტრუქტურების რეგულირების სპეციფიკას. ამჟამად კრიპტობირჟების საქმიანობა არასაკმარისად რეგულირდება, ეს კი, როგორც Schneider  Le Saout აღნიშნავს, განაპირობებს მრავალრიცხოვან თაღლითობასა და ბირჟის საქმიანობის შეფერხებას. 

სამუშაო დოკუმენტში შემოავაზებულია მარეგულირებელი წესები ევროკავშირის ემიტენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან თავიანთი კრიპტოაქტივები შესთავაზონ მელ ევროპის კავშირს, ასევე რეგულირება კრიპტო-სერვისებისთვის, რომელთაც სურთ ერთიან ბაზარზე ავიანთი სერვისების წარმოდგენის ნებართვა მიიღონ. 

ახალი რეგულირება ჩაანცვლებს ამჟამად არსებულ ეროვნულ კანონებს, რომლებიც კრიპტოაქტივებთან მიმარებაში გამოიყენება. კანონმდებლობაში შევა მოთხოვნები კრიპტოაქტივების ემიტენტებისადმი, კრიპტო-სერვისების ოპერატორებისადმი, სპეციალური წესები ბაზრის მთლიანობის უზრუნველყოფისთვის და ემიტენტებზე ზედამხედველობის წესები. 

ევროპის კომისია შემუშავებული წინადადების მიებას გეგმავს 2020 წლის მესამე კვარტალში, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლების პრეს-სამსახური აღნშნავს, რომ კომისიის მუშაობა შესალოა კორონავირუსის პანდემიამ შეაფერხოს. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.