Jump to content

2 000 აშშ დოლარი GeForce RTX 3090-ისთვის – ცნობები NVIDIA Ampere თაობის ვიდეო დაფების შესახებ – გამოსვლის დრო, ტექნიკური მახასიათებლები და სხვა დეტალები


Recommended Posts

NVIDIA-ს მომდევნო თაობის ვიდეო დაფების პრეზენტაცია 1 სექტემბერს შედგება. სავარაუდოდ, ამ დრომდე ხელთ გვექნება მხოლოდ გადაუმოწმებელი, არაოფიციალური ინფორმაცია, რომელსაც რაციონალური სკეპტიციზმით უნდა მივუდგეთ. 

image.png 

ამჯერად შევაჯამებთ აგვისტოს პირველ ნახევარს, რომელიც დატვირთული იყო არაოფიციალური ცნობებით. პირველი საკითხია Ampere არქიტექტურის ვიდეო დაფების ბაზარზე გამოსვლის დრო. ქვემოთ წარმოდგენილია ცხრილი, რომლიც საშუალებას გვაძლევს გავიგოთ როდისთვის უნდა ველოდოთ ფლაგმანურ მოდელებს, სექტემბრის ბოლოს კი გაყიდვაში შესაძლოა გამოვიდეს ნაკლები წარმადობის მქონე GeForce RTX 3070. RTX 3060 დაფის გამოსვლის შესახებ ცნობილი არაფერია. ცხრილში მითითებულია ვიდეო დაფები, რომლთაც ჩაანაცვლებენ ახალი მოდელები. 

image.png 

მორიგი საკითხია ფლაგმანური GeForce RTX 3090 დაფის დეტალები, რომელიც მასობრივ სეგმენტს უზრუნველყოფს 24 გბ GDDR6X მეხსიერებით. დიდი ალბათობით, ამ მოცულობის მეხსიერება ექნება Ampere Titan-ს, რომელიც არასდროს გამოირჩეოდა დემოკრატიული ფასით. რაც შეეხება ფასს, არის მოსაზრება, რომ RTX 3090 შეიძლება 2 ათასი აშშ დოლარი ღირდეს, რაც 500 აშ დოლარით მეტია მიმდინარე თაობის ფასთან შედარებით. რთულია წარმოდგენა,  რა შეიძლება ღირდეს Ampere Titan: 5 ათასი აშშ დოლარი?  

image.png 

image.png 

მოგვიანებით გავრცელდა იმედის გამაცრუებელი ცნობები, რომ NVIDIA-ს ახალ ფლაგმანს ექნება არაუმეტეს 12 გბ სწრაფი მეხსიერება 20 000 მჰც-ს ზემოთ სიხშირით. ამჯერად კი გადამოწმებული წყაროების ინფომაციის თანახმად, RTX 3080-ის მახასიაებლებია 2.1 გჰც სიხშირე, 10 გბ მეხსიერება 19 000 მჰც სიხშირით. ასეთ შემხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ან RTX 3090-ს ექნება 12 გბ მეხსიერება, ან უახლესი ინფორმაცია მცდარია, რადგანაც დაუშვებელია 10 გბ სხვაობა ორ ფლაგმანს შორის. 

image.png 

ასეთ ფონზე Big Navi-ს ფანატებმა გაიხსენეს, რომ ერთ-ერთი გაჟონლი ინფორმაციის თანახმად დაფას 16 გბ სწრაფი მეხსიერება ექნება (ცხადია, 20 000 მჰც და მეტი). რომ აღარაფერი ვქვათ ჩიპლეტებზე გადასვლაზე, რომლის წყალობით შესაძლოა AMD-მ საბოლოო გამარჯვება მოიპოვოს, რაც სავსებით მოსალოდნელია. მოკლედ, კონკრეტული მახასიათებლები ამ დრომდე უცნობია - ცხადია ის, რომ კონკურენცია სერიოზული იქნება. 

Link to comment
Share on other sites

ახალი ჭორი გავრცელდა, ფასი 1400$ მარტო, მაგრამ VRAM ლამის 24გბ ძალზე მაღალი გამტარობით, არ გამოვრიცხავ არცერთი არ იყოს სწორი, კიდე უნდა დაველოდოთ უფრო ზუსტი მონაცემები სანამ დაიდება

Link to comment
Share on other sites

RTX 3080 და RTX 3070 მაინტერესებს რა ეღირება. მაგ ორიდან ერთერთის დათრევას ვაპირებ, მაგრამ გააჩნია რა ეღირება

Link to comment
Share on other sites

მეც თუ ავიღე შემდგომში მაინინგისთვის უფრო ალბათ 3070, თან იგრებშიც არ უნდა იყოს ცუდი 2K სათამაშოთ თუ დამჭირდა მოგვიანებით, ფასს რა თქმა უნდა ექნება მნიშვნელობა, მითუმეტეს ხშირათ ჩვენთან უფრო ძვირათ ჩამოაქვთ ხოლმე კარტები ვიდრე ადგილზე ჯდება შტატებში ამაზონ-ნიუეგზე, რატომღაც მგონია მაინც ორი ცალი 3070 აჯობებს მაინინგში ერთ 3090 ფასში რომც არ იყოს დიდი სხვაობა

Link to comment
Share on other sites

 

ალბათ მართალიც არის რომ ამდ აჯობებს ენერგო ეფექტურობით, მაგრამ ვაღიაროთ, როცა კარტაში 1000$+ იხდი ვის რაში აინტერესებს ეგ მომენტი, თუ რა თქმა უნდა კილოვატზე მეტს არ წვავს :D

რაღაც მონსტრს უშვებს ენვიდია ნამდვილად და 99% დარწმუნებული ვარ 1400$ სწორი ფასია, რაც საშინლად მაღალია მაგრამ როგორც ჩანს იცის ჯენსენმა რომ ამდ ვერ აჯობებს

Link to comment
Share on other sites

ამდ თუ აჯობა ცოტათი მგონი 3080 მაგრამ რატომღაც მგონია ეგ კარტა იქნება ყველაზე კარგი პერფორმანსი-ვატების მხრივ როგორც ჩეიძლება ტემპების, ვნახოთ აბა, 3080Ti მონსტრობა იქნება ეგეთი მაღალი გამტარობა თუ ექნება 12გბ ეყოფა რა თქმა უნდა, ამდ 16 შეიძლება ვერ დაჩაგროს დიდათ, თან ჩვენ არ ვიცით 100% მაგდენი  რამი ეყენება მაგ მოდელებზე თუ არა ჯერ, ჭორებია 100% ინფო ჯერ არ ჩანს,3080 კი სერიოზული უნდა იყოს 2K 144+ გერციან მონიკებზე სათამაშოთ, შეიძლება რამე უკვე RTX რეჟიმშიც ქნას მაგ ახალზე და საკმაოთ მაღალი ფპს აჩვენოს უკვე

Link to comment
Share on other sites

ცოტაც მოვითმინოთ და ვნახავთ რა იქნება

გვირგვინი ისევ მწვანეებს დარჩებათ 99% ჩემი აზრით, თუნდაც ეს 3090/3080Ti, რაც სურათები დაიდო ძალიან ბევრი რამ მიანიშნებს რომ არ არის ფეიკი და რა მონსტრობა რამეა რომ შეხედავ

ერთი ნათელია რომ საინტერესო პერიოდი მოდის ტექ სამყაროსთვის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.