Jump to content

ილონ მასკი 6-10 კვირაში გვპირდება „კვანტურ ნახტომს“ Tesla-ს ახალ ავტოპილოტში


Recommended Posts

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს ავტოპილოტირების ახალი გადაკეთებული ვერსია (Full Self-Driving, FSD) მიგვიყვანს „კვანტურ ნახტომამდე“ ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. პროგრამული უზრუნველყოფის ეს ახალი ვერსია ავტომობილების პარკში ხელმისაწვდომი გახდება უახლოეს 6-10 კვირაში. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, Tesla ამჟამად დაკავებულია თავის ელექტრომობილებში ავტოპილოტირების სისტემის ფუნდამენტალური გადაკეთებით. ახალი ალგორითმის სწავლების ფარგლებში, ილონ მასკის თქმით, ხელოვნური ინტელექტი გადაჭრის უფრო და უფრო მეტ პრობლემას. ავტოპილოტი ასევე მიიღებს ობიექტების მარკირების უფრო დეტალურ და მოწინავე სისტემას. 

ღმასრულებელი დირექტორი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი განაპირობებს პრინციპულ ცვლილებებს: „FSD-ის გაუმჯობესება იქნება ნამდვილი კვანტური ნახტომი, რადგანაც ეს გახლავთ არქიტექტურის ფუნდამენტალური გადამუშავება და არა არსებული მოდელის კორექტირება. მე პირადად ვგზავრობ ავტოპილოტირების მოწინავე ალფა-ვერსიის მქონე მანქანით. საჭიროა პრაქტიკულად ნულოვანი ჩარევა სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილებისას. შეზღუდული საჯარო ვერსია 6-10 კვირაში გამოვა“. 

image.jpeg 

გასულ თვეში მასკმა განაცხადა, რომ ავტოპილოტის განახლებამდე 2-4 თვე დარჩა, ამასთან, იგი კომპანიას დაეხმარებოდა უფრო მეტი ფუნქციის სწრაფად ამოქმედებაში. „შეზღუდული გამოშვება“, როგორც წესი, ნიშნავს, რომ Tesla აპირებს განახლება მიაწოდოს ადრეული წვდომის პროგრამის პირველ მონაწილეებს, რომლებიც ტესტავენ ახალი ფუნქციების ბეტა-ვერსიას და გასცემენ გამოხმაურებებს მანამ, სანამ Tesla დაიწყებს უფრო ფართოდ გავრცელებას. 

ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც მასკმა ახსენა ავტოპილოტირების ალფა ვერსიის ტესტირება საკუთარ ელექტრომობილში. წინა ჯერზე მეორე კვარტლის ანგარიშის კონფერენციაზე მან თავი მოიწონა, რომ სახლსა და სამსახურს შორის გადაადგილდება მანქანის მართვაშ ჩარევის გარეშე. 

გასულ წელს მასკმა განაცხადა, რომ Tesla-ს გეგმაშია 2020 წლის ბოლოსთვის აამოქმედოს 1 მილიონი რობოტაქს უპილოტო სამგზავრო ქსელში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.