Jump to content
სისტემაში შესვლისთვის, გთხოვთ, გამოიყენოთ ელ. ფოსტა (Display Name-ის ნაცვლად) ×

ახალი დეტალები AMD Radeon 7000-სერიის ვიდეო დაფებზე – გამოსვლის თარიღი, არქიტექტურა, ტექნოპროცესი და ბევრი სხვა რამ


Recommended Posts

მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება AMD-ის მომდევნო თაობის ვიდეო დაფების გამოსვლა. სამომავლო ფლაგმანური Big Navi-ის შესახებ მეტად ცოტა რამ არის ცნობილი, რაც ამჟამად ნაკლებად საინტერესოა, რადგანაც კომპანიამ უკვე დაიწყო პერსპექტიული გრაფიკული ჩიპების შემუშავება RDNA3 არქიტექტურის ბაზაზე. ინტერნეტში გამოჩნდა ახალი თაობის პროდუქტები საინტერესო მონაცემები და ბაზარზე გამოსვლის საორიენტაციო ვადა. 

image.png 

პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ - AMD გეგმავს ყოველ წელს ახალი არქიტექტურის გამოშვებას, შესაძლოა ორი სრულფასოვანი არქიტეტურაც კი გამოვიდეს: პროცესორების - Zen და გრაფიკული - RDNA. ეს ნიშნავს იმას, რომ 2021 წლის ბოლოს გველის ჯერ კიდევ დაუანონსებელი ვიდეო დაფების თაობა (სავარაუდოდ, Radeon 7000). ინსაიდერები გულმოდგინედ ირწმუნებიან, რომ ეს პროდუქტები დამზადებული იქნება ჩიპლეტების ტექნოლოგიით ისევე, როგორც Zen 2 არქიტექტურის შემთხვევაში. ასევე ცნობილია 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლის შესახებ, რაც განაპირობებს კრისტალის ფართობის ემცირებას ფლაგმანებში და გაზრდის ენერგოეფექტურობას. 

უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ალბათობით AMD უპირატესობას მიანიჭებს დაახლოებით 500 მმ2ფართობს, რათა კონკურენცია გაუწიოს NVIDIA-ს ვიდეო დაფებს. ინსაიდერი იტყობინება გაუმჯობესებული წარმადობის შესახებ, თუმცა არ სახელდება კონკრეტული ციფრი. დიდი ალბათობით არქიტექტურის შემუშავების პროცესი საწყის სტადიაზეა და მეტი დეტალი ცნობილი არ არის. არსებული ცნობით, ფლაგმანურ მოდელს ექნება ჩიპი სახელად Navi31. 

image.png 

საინტერესოა, რომ ინსაიდერის ინფორმაციით კომპანია პარალელურად მუშაობს გრაფიკულ არქიტექტურა RDNA4-ზე. მის ბაზაზე შექმნილი ვიდეო დაფების გამოსვლა დაგეგმილია 2022 წლის ბოლოსთვის. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...