Magdalena Posted August 14, 2020 Share Posted August 14, 2020 ცნობილია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX ინტერნეტ-თანამგზავრ Starlink-ს კოსმოსური ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო სიჩქარით აწარმოებს. გასულ თვეში SpaceX-მა კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიას აცნობა, რომ ამჟამად Starlink-ის ქვეგანყოფილება „თვეში 120 თანამგზავრს აწყობს“, ასევე კომპანიამ მოახდინა 70 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება სამომხმარებლო ტერმინალების შემუშავებასა და წარმოებაში“. შეგახსენებთ, პროექტ Starlink-ის ფარგლებში კომპანია SpaceX აპირებს დედამიწის ორბიტაზე შექმნას დაახლოებით 12 ათასი პატარა თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი, რომელიც განკუთვნილი იქნება პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად. ამჟამად ხსენებული პროექტის ფარგლებში კოსმოსში უკვე გაიგზავნა დაახლოებით 600 Starlink-თანამგზავრი, SpaceX კი აგრძელებს პროექტის რეალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემუშავებას და ქმნის სამომხმარებლო ტერმინალებს დედამიწაზე. თანამგზავრების წარმოების მოცულობის სხვა კომპანიების შედეგებთან შედარება რთულია, რადგანაც საჭიროა გავითვალისწინოთ სხვადასხვა აპარატის ზომებსა და კონსტრუქციის სირთულეს შორის განსხვავება. კონსალტინგ-კომპანია Quilty Analytics-ის დამფუძნებელი Chris Quilty, რომელიც სპეციალიზდება თანამგზავრული კავშირების სექტორში საქმიანობაზე, მიიჩნევს, რომ Starlink-თანამგზავრების წარმოება მიმდინარეობს არნახული სიჩქარით. „შედარებისთვის: Iridium, რომელიც ადრე რეკორდსმენი იყო დაჯგუფებისთვის განკუთვნილი კომერციული თანამგზავრების წარმოებაში, საქმიანობის მწვერვალზე ყოფნისას თვეში დაახლოებით ექვს თანამგზავრს უშვებდა“ - განაცხადა მან. უნდა აღინიშნოს, რომ Iridium NEXT თანამგზავრები დაახლოებით სამჯერ მეტს იწონიან Starlink-თან შედარებით. თუმცა, ამ ფაქტის გათვალისწინებითაც კი SpaceX ქსელს აწყობს დაახლოებით ოცჯერ სწრაფად, რაც შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. https://bit.ly/31IMoz3 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.