Magdalena Posted August 1, 2020 Posted August 1, 2020 კოლუმბიის საოლქო სასამართლოს მთავარმა მოსამართლემ, ბერილ ჰაუელმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი წარმოადგენს ფულის ფორმას და ექვემდებარება კანონმდებლობის ზემოქმედებას ფულადი რესურსების გათეთრების შესახებ. განჩინების მიხედვით სასამართლოს საშუალება მიეცა არ მოუხსნას ბრალდება თებერვალში დაპატიმრებულ, Coin Ninja-ს აღმასრულებელ დირექტორ ლარი დინ ჰარმონს. მას ბრალი ედება სამი მუხლით: კუთვნილი სერვისის მეშვეობით Helix მონეტების მიქშირებით დაახლოებით 311 მლნ აშშ დოლარის გათეთრება; ფულის გადარიცხვის არალიცენზირებული ბიზნესის მართვა; ფულადი რესურსების გადარიცხვის უკანონო საქმიანობაში ჩართვა. მოსამართლემ აღნიშნა, რომ ფული "ჩვეულებრივ ნიშნავს გაცვლით მეთოდს, გადახდის ან დაგროვების საშუალებას“. „Bitcoin-ი ყველა ამ თვისებას ფლობს“ - განაცხადა მან. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ 2018 წელს აშშ-ის ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) ხელმძღვანელმა ჯეი კლეიტონმა გაუსვა ხაზი, რომ Bitcoin-ს შეუძლია ჩაანაცვლოს დოლარი, იენი ან ევრო, ამიტომ ის არ შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ფასიანი ქაღალდი. https://forklog.com/federalnyj-sud-v-ssha-priznal-bitkoin-dengami/ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.