Magdalena Posted August 1, 2020 Share Posted August 1, 2020 კომპანია Intel-მა გადაწყვიტა პროცესორის ლოგოტიპები შეცვალოს და უკვე დაარეგისტრირა ისინი აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების სააგენტოში (USPTO). EVO, დიდი ალბათობით, გახდება კომპანია Intel-ის სამომხმარებლო სეგმენტის პროცესორების ბრენდი. როგორც ჩანს, კორპორაციამ გადაწყვიტა თავისი საფირმო სტილის საფუძვლიანი რეფორმირება, მათ შორის კომპანის მთავარი ლოგოტიპის ცვლილება. ახაილ შრიფტი ჩაანაცვლებს მას, რასაც Intel იყენებდა ორიგინალი Core i7-ის დროს ათი წლის წინ. ახალი ლოგოტიპები წარმოდგენილია მარტივი გეომეტრიული ფონის სახით და მინიმალური ფერთა გრადაციით. პროცესორების სერია (i3 / i5 / i7 / i9) განთავსებულია ქვედა მარჯვენა კუთხეში. გონივრულია ვარაუდი, რომ EVO შეიძლება მიეკუთვნებოდეს ჰიბრიდული პროცესორების ახალ კატეგორიას და მასში წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა წარმადობის და ენერგოეფექტურობის მქონე მოდელები. ამრიგად, Intel ემზადება „Alder Lake“ თაობის პროცესორების გამოსვლისთვის, შესაბამისად, EVO-ს გარეშე ჩიპებში იგულისხმება მხოლოდ ერთი ტიპის პროცესორის ბირთვის არსებობა, ლოგოტიპის განახლების დროის გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ იგი მოგვევლინება იმ პროცესორების დებიუტით, რომლებიც ჩაანაცვლებენ Tiger Lake-ს. ასევე საინტერესოა წარწერა "powered by Core" – ახალ EVO ლოგოტიპზე. კომპანია Intel-მა ამგვარად შეიძლება აღნიშნოს თაობების ცვლა და მათი ევოლუციური გადასვლები. https://bit.ly/3376jdd Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.