Magdalena Posted July 31, 2020 Share Posted July 31, 2020 უახლესი ცნობებით, NVIDIA-ს ვიდეო დაფები მის კონკურენტ AMD-ის პროდუქციაზე ადრე გამოვა ბაზარზე. ზუსტი თარიღები არავინ იცის, რადგანაც NVIDIA, როგორც წესი, მსგავს დეტალებს არ ახმაურებს და ყველაზე საინტერესო ცნობებს ფინალური ანონსისთვის ინახავს. თუმცა, ინსაიდერები ამბობენ, რომ Ampere თაობის დაფები სექტემბერში უნდა გამოვიდეს. ეს ინფორმაცია დაუჯერებელი ჩანს, რადგანაც GeForce RTX 3090 ვიდეო დაფის რამდენიმე რეფერენსული ვერსიის გარდა ამ დრომდე ცნობილი არაფერი იყო. ამჟამად გამოჩნდა მორიგი ინფორმაცია, რომელშიც ზუსტადაა მითითებული გაყიდვის დაწყებისა და ვიდეო დაფების მასიური წარმოების თარიღები. როგორც ჩანს, ამჟამად მიმდინარეობს მზა მოდელების ფინალური ტესტირება. მოწმდება დრაივერები, სრულყოფას განიცდის ტექნოლოგიები. ეს ყველაფერი გაგრძელდება აგვისტოს ბოლომდე და დაიწყება RTX 3000 სერიის ვიდეო დაფების მასობრივი წარმოება. დაახლოებით ერთ თვეში NVIDIA საწყობებში დააგროვებს ჩიპების საჭირო რაოდენობას, პარალელურად გამოუშვებს რეფერენსულ მოდელებს და სექტემბრის ბოლოს ბაზარზე ახალი ვიდეო დაფები გამოვა. ინსაიდერები აღნიშნავენ, რომ გამოშვების ვადები განსხვავებული იქნება რეგიონებში: ზოგ ადგილას გამოვა სწრაფად, სხვაგან კი - გაცილებით გვიან. ასევე ცნობილია ტექნიკური მახასიათებლების ნაწილი, რომელიც შეგიძლიათ ფოტოზე იხილოთ. როგორც ვხედავთ, ფლაგმანი იქნება RTX 3090, რომელიც შესაძლოა აღმოჩნდეს როგორც მასიური ვერსია და ასევე გამოვიდეს კოდური დასახელებით - Titan RTX Ampere. https://bit.ly/3fkeDcl Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.