Jump to content

პიტერ შიფის და ენტონი პომპლიანოს აზრები გაიყო: რომელია უკეთესი - ოქრო თუ Bitcoin


Recommended Posts

image.jpeg

Morgan Creek Digital-ის თანადამფუძნებელი ენტონი პომპლიან ცხარე დისკუსიაში შევიდა Bitcoin-კრიტიკოსსა და ოქროს მომხრე პიტერ შიფთან. 1 საათი და 40 წუთი ხანგრძლივობის პოდკასტში ისინი ცდილობდნენ ერთმანეთის გადარწმუნება BTC-ის 10 ათასდოლარიანი შტურმის ფონზე. 

პომპლიანომ მოიყვანა შემდეგი არგუმენტები, თუ რატომ ჯობია Bitcoin-ი ოქროს: 

  • ყოველწლიურად ხდება 2500-3000 ტონა ოქროს მოპოვება. ჩვენ არ ვიცით, როგორია მისი მაქსიმალური მარაგი ჩვენს პლანეტაზე და ზოგადად სამყაროში. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ Bitcoin-ის ემისია 21 მლნ მონეტას არ გადააჭარბებს. 

  • მიუხედავად იმისა, რომ ოქრომ ორშაბათს 2011 წლიდან მოყოლებული ახალი რეკორდული მაქსიმუმი დააფიქსირა, Bitcoin-მა ბოლო ათწლეულში ძვირფას ლითონს დინამიკის მხრივ გაუსწრო. წლის დასაწყისში მისი ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 43,4%-ით, ოქროსი - 27,2%-ით. 

  • მესამე ჰალვინგისა და ფიატური ვალუტების პერმანენტული დასუსტების ფონზე მოსალოდნელი მოთხოვნის ზრდის გავლენით Bitcoin-ი ზრდას გააგრძელებს. 

შიფმა საკუთარი დასკვნები მოიყვანა, თუ რატომ ჯობია ოქროს ყიდვა და არა Bitcoin-ის: 

  • ორგანიზაცია World Gold Council-ის მონაცემებით, მსოფლიოში მოპოვებულია 197 756 ტონა ოქრო. დარჩენილი მარაგი არ აღემატება 54 ათას მეტრულ ტონას. მისი დიდი ნაწილის მოპოვება შესაძლოა ეკონომიკურად არამიზანშეწონილი იყოს გეოლოგიის თავისებურებების გამო. ასტეროიდებსა და სხვა პლანეტებზე ლითონის არსებობის შესახებ საუბარი არაკორექტულია, რადგანაც ჩვენ დედამიწაზე ვცხოვრობთ. 

  • ოქროს, Bitcoin-ისგან განსხვავებით, რეალური გამოყენება აქვს წარმოებაში, მაგალითად კომპიუტერის ჩიპებისა და საიუველირო ნაკეთობების დამზადებაში. 

  • ძვირფასი ლითონი ისტორიულად უფრო მეტად შემოწმებული საშუალებაა კაპიტალის შენახვისთვის იმ დროს, როდესაც Bitcoin-ი მხოლოდ 11 წელია არსებობს. 

  • შესაძლოა ველოდოთ, რომ მსოფლიოს ცენტრალური ბანკები გააგრძელებენ ოქროს შესყიდვას რეზერვების სახით, რაც ფასის სამომავლო ზრდას განაპირობებს. 

პოდკასტის შემდეგ დისკუსია Twitter-ზე გაგრძელდა. 

შიფმა საზოგადოებას გაუზიარა საკუთარი დაკვირვება, რომ ბოლო სამი შემთხვევიდან ორჯერ, როდესაც Bitcoin-ის ფასი ადიოდა 10 ათას აშ დოლარს ზემოთ - 2019 წლის ოქტომბერსა და 2020 წლის თებერვალში, შემდგომში მისი ფასი 38% და 63%-ით იკლებდა. მაისში ანალოგიური შემთხვევისას ვარდნამ 15% შეადგინა. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ კორექცია ამჟამინდელ შემთხვევასაც მოჰყვება, საკიხი მხოლოდ მის მასშტაბებში დგას. 

image.png 

პომპლიანომ ოპონენტს შესთავაზა გაეხსნა მოკლევადიანი პოზიცია მიმდინარე დონეზე. საპასუხოდ კრიტიკოსმა მიუგო, რომ უკვე იღებს სარგებელს მოკლევადიანი პოზიციით დოლარში. თუმცა ამ პასუხმა იგი ვერ იხსნა საზოგადოების ირონიული გამოხმაურებებისგან, რომლებმაც შეახსენეს შიფს გასულ წელს Bitcoin-ისა და ოქროს ფასების ზრდა, რომელშიც უპირატესობა კრიპტოვალუტას ერგო. 

 

Link to comment
Share on other sites

ფაქტია რომ როგორც კი ოქროს ფასი გაიზარდა, ბიტკოინიც გაძვირდა პარარელურათ, არა მგონია ეგ უბრალო დამთხვევა იყო

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.