Magdalena Posted July 9, 2020 Posted July 9, 2020 Intel-ის პროცესორებზე უარის თქმის შემდეგ კომპანია Apple-მა შესაძლოა ასევე უარი თქვას AMD Radeon დისკრეტული გრაფიკის გამოყენებაზე და ისინი საკუთარი GPU-ებით ჩაანაცვლოს. ამის შესახებ კომპანიამ მინიშნება გააკეთა ერთ-ერთ პრეზენტაციაზე WWDC 2020-ის ფარგლებში. შეგახსენებთ, გასულ თვეში Apple-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეწყვეტს Intel-ის x86-თავსებადი პროცესორების გამოყენებას საკუთარ კომპიუტერებში და მათ ჩაანაცვლებს საკუთარი წარმოების ARM-არქიტექტურის პროცესორებით. საკუთარ დისკრეტულ გრაფიკაზე გადასვლა შესაძლოა მომდევნო ნაბიჯი იყოს გამომთვლელი მიკროსქემების სფეროში Apple-ის დამოუკიდებლობისთვის. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი ერთ-ერთი სლაიდის თანახმად, კომპანია Apple მუშაობს დისკრეტული გრაფიკული პროცესორების სერიაზე, რომლებსაც ამჟამად ეწოდება „გრაფიკული პროცესორების სერია Metal“. დასახელება აშკარად მიუთითებს გრაფიკულ API-ინტერფეისზე, რომელიც თავად Apple-მა შექმნა. დიდი ალბათობით, Apple-ის საკუთარი გრაფიკული არქიტექტურა თავდაპირველად გამოყენებული იქნება მის სამომავლო ARM-ჩიპების ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორებში. ეს ჩიპები განკუთვნილი იქნება MacBook-ის უმცროსი მოდელებისთვის, iMac-ისა და Mac Mini-სთვის. მათ კი მოჰყვება სისტემები MacBook Pro, Mac Pro და iMac Pro – Apple-ის კუთვნილი დისკრეტული გრაფიკით. https://bit.ly/2O9UOJf Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.