gio_kiborg Posted July 2, 2020 Posted July 2, 2020 იმედია ფორუმის წესების დარღვევად არ ჩაითვლება, მეეჭვება Microsoft-ს აინტერესებდეს ეს პროდუქტები, ან რაიმე ფინანსური ზარალი მიადგეთ ორიგინალი სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://medium.com/@dgurney/so-you-want-to-generate-license-keys-for-old-microsoft-products-a355c8bf5408 სურათებიც გამოყენებულია აღნიშნული სტატიიდან აქ დავწერ მოკლე, ძირითად ინფორმაციას ძირითადი წესია, რომ კოდის შესაყვანი სეგმენტების ციფრების ჯამი (ცალ-ცალკე სპეციფიკური სეგმენტების) უნდა იყოფოდეს 7-ზე უნაშთოდ თუმცა, არის გამონაკლისებიც: CD-key გენერაცია თუ 2 სეგმენტია და ერთი 3 რიცხვიანი, ამ შემთხვევაში პირველი 3 რიცხვია ნებისმიერი რიცხვი 000-999 მდე სამივე ერთნაირი ციფრი არ იმუშავებს, (000; 111; 222...) რამე სხვა უნდა ჩაწეროთ მეორე სეგმენტში უკვე მუშაობს ციფრების ჯამის 7-ზე გაყოფის წესი მაგალითად Windows NT-სთვის თუმცა მეორე სეგმენტში 7-იანის წესთან ერთად არის მეორე შემოწმებაც: თუ მეორე სეგმენტის ბოლო ციფრი არის 0 ან ≥ 8, კოდი არ იმუშავებს, თუნდაც 7-ზე უნდაშთოდ იყოფოდეს OEM ლიცენზიის შემთხვევაშიც არის დამატებითი წესები: კოდი არის ამ ფორმატის: XXXXX-OEM-XXXXXXX-XXXXX პირველი სეგმენტია თარიღი, დეტალურად: პირველი სეგმენტია ე.წ ორდინალური ფორმატის თარიღი - დღის ნომერი წელიწადში (ნებისმიერი 001-დან 366-მდე) ბოლო 2 კი არის წელი 95-03 შუალედში მეორე სეგმენტია OEM მესამე სეგმენტი: 7-ზე გაყოფის წესი მოქმედებს, დამატებითი წესია რომ რიცხვი უნდა იყოფოდეს 0-ზე, ხოლო ბოლო რიცხვი არ უნდა იყოს 0, ან 8 და მეტი მეოთხე სეგმენტი: ნებისმიერი, შესაბამისი სიგრძის ეს ინფორმაცია ამოიღეს გაჟონილი Windows NT კოდიდან, მუშაობს Windows 95/NT-ზე რა თქმა უნდა დიდი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, გარდა აკადემიური ინტერესიას,თან სახალისოა ძველი Windows-ის ინსტალაციისას რეტრო სისტემაზე კოდს რომ გამოიცნობ მარტივად მაგალითად CD Key: 123-707 OEM-Key: 00195-OEM-0707-123 1 5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.