Magdalena Posted July 2, 2020 Posted July 2, 2020 ცნობილ ვებ-გვერდ Techpowerup-ის ინფორმაციით, გამოფენა CES 2020-ზე დაანონსებულ SSD - Samsung 980 Pro-ს სერტიფიცირება მოხდა მიმდინარე კვირაში კორეის ეროვნული რადიოსააგენტოს მიერ. ეს ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი გამოვა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. დისკის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 1 ტბ-ს, რაც განპირობებულია 128-ფენიანი 3D V-NAND MLC ფლეშ-მეხსიერების მიკროსქემებით. დისკი გამოვა სამ ვარიანტად: - 1 ტბ (MZ-V8P1T0); - 500 გბ (MZ-V8P500); - 250 გბ (MZ-V8P250). SSD-ს აქვს PCI Express 4.0 x4 ინტერფეისის მხარდაჭერა, მისი სიჩქარე კი შეადგენს 6500 მბ/წმ-მდე წაკითხვისას და 5000 მბ/წმ-მდე - ჩაწერისას. შემთხვევითი ბლოკებით მუშაობის სიჩქარე, ასევე Samsung-ის მიერ წარმოებული ახალი კონტროლერის მახასიათებლები ამ დრომდე უცნობია. უახლოეს დროში შესაძლებელია ველოდოთ Samsung 980 Pro-ს ოფიციალურ რელიზს. https://bit.ly/3dOPrcX Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.