Jump to content
Magdalena

ჩიპი MediaTek MT6853 საშუალებას იძლევა შეიქმნას 100-დოლარიანი 5G-სმარტფონები

Recommended Posts

კომპანია MediaTek, ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, მალე გამოუშვებს პროცესორს, რომელიც განკუთვნილი იქნება მეხუე თაობის ქსელის მხარდაჭერის მქონე საბაზისო დონის სმარტფონებისთვის. 

image.jpeg 

საუბარი ეხება ჩიპს კოდური დასახელებით - MT6853. მისი მახასიათებლები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ამ პროდუქტს ექნება საშუალო დონის შესაძლებლობები. მისი მთავარი უპირატესობა კი იქნება ინტეგრირებული 5G-მოდემი. 

MediaTek MT6853 პლატფორმაზე შექმნილი პირველი ახალი სმარტფონების ფასი დაახლოებით 140 აშშ დოლარი იქნება. მეტიც, სამომავლოდ მოსალოდნელია 120- და 100-დოლარიანი მოწყობილობების გამოვლაც. ამრიგად, ბაზარზე გამოჩნდება რეალურად ბიუჯეტური სმარტფონები მეხუთე თაობის ქსელის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ MT6853 პროცესორისა და მის საფუძველზე შექმნილი პირველი მოწყობილობების პრეზენტაცია უახლოეს დროში შედგება. დიდი ალბათობით, ანონსი დანიშნულია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. 

უნდა აღინიშნოს, რომ MediaTek აქტიურად მუშაობს 5G ჩიპების განვითარების მიმართულებით. 2020 წელს, პროგნოზის თანახმად, კომპანია შეძლებს 5G სმარტფონებისთვის განკუთვნილი 80 მილიონზე მეტი პროცესორის რეალიზაციას. თუკი ეს მოლოდინი გამართლდება, MediaTek დაიკავებს მეხუთე თაობის ქსელში მუშაობის შესაძლებლობის მქონე მობილური ჩიპების გლობალური ბაზრის 40 %-ს. 

 

Share this post


Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • Create New...