Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ბოლო სამი წლის მანძილზე ახალგაზრდა თაობა Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე წამყვან მსოფლიო ბანკებს. ამას მოწმობს Tokenist-ის კვლევის მონაცემები, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 17 ქვეყნიდან 18-დან 65 წლამდე ასაკის 4852 რესპონდენტი 

მიღებული მონაცემების თანახმად, მილენიალების 51% Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე ისეთ ბანკებს, როგორებიცაა Wells Fargo, JPMorgan და Goldman Sachs. უფროს თაობას შორის ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, რის გამოც კრიპტოვალუტის მიმართ ნდობის დონე 47%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 29%-ით მეტია 2017 წლის მონაცემთან შედარებით. 

image.png 

Bitcoin-ისა და ბანკებისადმი ნდობის დონის ცვლილება სამ წელიწადში 

არანაკლებ საინტერესოა სხვა მონაცემებიც: 

  • რესპონდენტების 45 %-ზე მეტს Bitcoin-ი ურჩევნია ტრადიციულ აქტივებს: ფასიან ქაღალდებს, უძრავ ქონებასა და ოქროს; 

  • მილენიალების 78 % იცნობს Bitcoin-ს, 14 % კი ფლობს მას; 

  • რესპონდენტების 60% Bitcoin-ს მიიჩნევს პოზიტიურ ტექნოლოგიურ ინოვაციად. ეს მაჩვენებელი 27 %-ით გაიზარდა ბოლო სამ წელში; 

  • მილენიალების 59 % თვლის, რომ  უახლოეს ათწლეულში Bitcoin-ს ხალხის უმრავლესობა გამოიყენებს; 

  • მილენიალების 24 % კი Bitcoin-ს „ბუშტად“ მიიჩნევს. 65+ ასაკის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. 

კრიპტოვალუტების სამომავლო ინდუსტრიაში მილენიალების როლს უამრავი ექსპერტი აღნიშნავს. გასული წლის ბოლოს ამერიკულმა საბროკერო კომპანია Charles Schwab-მა განაცხადა, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები უფრო ხშირად დებენ ინვესტიციებს Bitcoin-ში, ვიდრე Netflix და Microsoft. 

კომპანია Grayscale-ის პროგნოზის თანახმად მილენიალების მხრიდან განხორციელდება Bitcoin-ის ინვესტიციების შემოდინება 68 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით . 

გასულ კვირას ლეგენდარულმა ინვესტორმა პიტერ ბრანდტმა მილენიალებს ურჩია შეიძინონ Bitcoin-ი და თავი აარიდონ Ripple-ს. 

 

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.