Magdalena Posted June 25, 2020 Share Posted June 25, 2020 ბოლო სამი წლის მანძილზე ახალგაზრდა თაობა Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე წამყვან მსოფლიო ბანკებს. ამას მოწმობს Tokenist-ის კვლევის მონაცემები, რომლის ფარგლებში გამოიკითხა 17 ქვეყნიდან 18-დან 65 წლამდე ასაკის 4852 რესპონდენტი. მიღებული მონაცემების თანახმად, მილენიალების 51% Bitcoin-ს უფრო ენდობა, ვიდრე ისეთ ბანკებს, როგორებიცაა Wells Fargo, JPMorgan და Goldman Sachs. უფროს თაობას შორის ეს მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, რის გამოც კრიპტოვალუტის მიმართ ნდობის დონე 47%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 29%-ით მეტია 2017 წლის მონაცემთან შედარებით. Bitcoin-ისა და ბანკებისადმი ნდობის დონის ცვლილება სამ წელიწადში არანაკლებ საინტერესოა სხვა მონაცემებიც: რესპონდენტების 45 %-ზე მეტს Bitcoin-ი ურჩევნია ტრადიციულ აქტივებს: ფასიან ქაღალდებს, უძრავ ქონებასა და ოქროს; მილენიალების 78 % იცნობს Bitcoin-ს, 14 % კი ფლობს მას; რესპონდენტების 60% Bitcoin-ს მიიჩნევს პოზიტიურ ტექნოლოგიურ ინოვაციად. ეს მაჩვენებელი 27 %-ით გაიზარდა ბოლო სამ წელში; მილენიალების 59 % თვლის, რომ უახლოეს ათწლეულში Bitcoin-ს ხალხის უმრავლესობა გამოიყენებს; მილენიალების 24 % კი Bitcoin-ს „ბუშტად“ მიიჩნევს. 65+ ასაკის ჯგუფში ეს მაჩვენებელი 50%-ს აღწევს. კრიპტოვალუტების სამომავლო ინდუსტრიაში მილენიალების როლს უამრავი ექსპერტი აღნიშნავს. გასული წლის ბოლოს ამერიკულმა საბროკერო კომპანია Charles Schwab-მა განაცხადა, რომ ამ ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები უფრო ხშირად დებენ ინვესტიციებს Bitcoin-ში, ვიდრე Netflix და Microsoft. კომპანია Grayscale-ის პროგნოზის თანახმად მილენიალების მხრიდან განხორციელდება Bitcoin-ის ინვესტიციების შემოდინება 68 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობით . გასულ კვირას ლეგენდარულმა ინვესტორმა პიტერ ბრანდტმა მილენიალებს ურჩია შეიძინონ Bitcoin-ი და თავი აარიდონ Ripple-ს. https://bit.ly/37SAKEx Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.