Magdalena Posted June 24, 2020 Share Posted June 24, 2020 Apple-მა ოფიციალურად განაცხადა Mac-სერიის კომპიუტერების საკუთარ პროცესორებზე გადასვლის შესახებ. კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ამ მოვლენას უწოდა „Mac პლატფორმისთვის ისტორიული“. გადასვლა მოხდება ნელ-ნელა, ორი წლის განმავლობაში. საკუთარი წარმოების პლატფორმაზე გადასვლით Apple მომხმარებლებს პირდება წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ახალ დონეს. ამჟამად კომპანია მუშაობს საკუთარ SoC-ზე ARM-არქიტექტურის ბაზაზე, რომელსაც ამასთანავე ექნება უნიკალური ფუნქციები, რომლებიც სპეციალურად Mac-ისთვის იქნება განკუთვნილი. საკუთარი პროცესორის ბაზაზე შექმნილი პირველი Mac-ის წარდგენას კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. გარდა ამისა, Apple ასევე აპირებს გამოუშვას უკვე დაგეგმილი, ამჟამად წარმოებაში არსებული კომპიუტერები Intel-ის პროცესორების ბაზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჯერჯერობით საუბარი არ ეხება საკუთარ პლატფორმაზე სრულად გადასვლას. Apple-ის ARM-პროცესორების ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი იქნება iOS-სა და iPadOS-აპლიკაციის თანდაყოლილი მხარდაჭერა macOS სისტემაში სამომავლოდ. ამრიგად, დეველოპერებისთვის გაცილებით მარტივი იქნება აპლიკაციების შექმნა და ოპტიმიზაცია Apple-ის მთლიან ეკოსისტემაში. კომპანია გეგმავს მოახდინოს საკუთარი აპლიკაციების ადაპტირება ახალი პლატფორმის მხარდაჭერაზე და იმედოვნებს, რომ ამ მაგალითს მიჰყვებიან სხვა კომპანიებიც. მაგალითად, Microsoft უკვე მუშაობს Office-პაკეტის ადაპტაციაზე Apple-ის ახალ პროცესორებთან. კომპანია ასევე თანამშრომლობს Adobe-ისთან. პრეზენტაციაზე Apple-მა წარადგინა ახალ პლატფორმაზე გაშვებული აპლიკაციები Lightroom და Photoshop და მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ მოქნილად მუშაობს ინტერფეისი 5 გბ მოცულობის Photoshop PSD ფაილთან მიმართებაში. დაანონსებულ ახალ ოპერაციულ სისტემა macOS Big Sur-ში გამოჩნდება Rosetta-ს ახალი ვერსია. ადრე მას იყენებდნენ დეველოპერები PowerPC პროცესორებიდან Intel-ის ჩიპებზე გადასვლისას, ახალი ვერსია Rosetta 2 კი გამოყენებული იქნება, რათა მოხდეს თანაბარზომიერი გადასვლა Intel x86 ჩიპებიდან Apple-ის ARM პროცესორებზე. ამგვარად, აპლიკაციის შექმნა ახალ პლატფორმაზე შესაძლებელი იქნება „ძველი“ აპარატული ნაწილის შემთხვევაშიც. აპლიკაციების დეველოპერებისთვის ახალ პლატფორმაზე Apple-მა მოამზადა პროგრამა Universal App Quick Start Program „სწრაფი გადასვლისთვის“, აგრეთვე სპეციალური აპარატული კომპლექტი - Developer Transition Kit. მის საფუძვლად აღებულია Mac mini, რომელშიც მთელი რიგი ცვლილებები იქნა შეტანილი. კერძოდ, გამოყენებულია პროცესორი Apple A12Z Bionic, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 512 გბ მოცულობის SSD. სისტემა მუშაობს macOS Big Sur ბეტა-ვერსიაზე. გარდა ამისა, კომპლექტში შესულია Xcode 12 პროგრამული გარსი. Developer Program-ში მონაწილეობა ფასიანია და ღირს 500 აშშ დოლარი. ჩაწერა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://developer.apple.com/ https://bit.ly/2BBy8P5 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.