Jump to content

WWDC 2020: Apple-მა განაცხადა, რომ Mac გადადის საკუთარ ARM-პროცესორებზე, თუმცა ეტაპობრივად


Magdalena

Recommended Posts

Apple-მა ოფიციალურად განაცხადა Mac-სერიის კომპიუტერების საკუთარ პროცესორებზე გადასვლის შესახებ. კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა ამ მოვლენას უწოდა „Mac პლატფორმისთვის ისტორიული“. გადასვლა მოხდება ნელ-ნელა, ორი წლის განმავლობაში. 

image.jpeg 

საკუთარი წარმოების პლატფორმაზე გადასვლი Apple მომხმარებლებს პირდება წარმადობისა და ენერგოეფექტურობის ახალ დონეს. ამჟამად კომპანია მუშაობს საკუარ SoC-ზე ARM-არქიტექტურის ბაზაზე, რომელსაც ამასთანავე ექნება უნიკალური ფუნქციები, რომლებიც სპეციალურად Mac-ისთვის იქნება განკუთვნილი. 

საკუთარი პროცესორის ბაზაზე შექმნილი პირელი Mac-ის წარდგენას კომპანია მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. გარდა ამისა, Apple ასევე აპირებს გამოუშვას უკვე დაგეგილი, ამჟამად წარმოებაში არსებული კომპიუტერები Intel-ის პროცესორების ბაზაზე. სხვა სიტყვებით რომ ვქვათ, ჯერჯერობით საუბარი არ ეხება საკუთარ პლატფორმაზე სრულად გადასვლას.  

image.jpeg 

Apple-ის ARM-პროცესორების ყველაზე მნშვნელოვანი მახასიათებელი იქნება iOS-სა და iPadOS-აპლიკაციის თანდაყოლილი მხარდაჭერა macOS სისტემაში სამომავლოდ. ამრიგად, დეველოპერებისთვის გაცილებით მარტივი იქნება აპლიკაციების შექმნა და ოპტიმიზაცია Apple-ის მთლიან ეკოსისტემაში. 

image.jpeg 

კომპანი გეგმავს მოახდინოს საკუთარი აპლიკაციების ადაპტირება ახალი პლატფორმის მხარდაჭერაზე და იმედოვნებს, რომ ამ მაგალითს მიჰყვებიან სხვა კომპანიებიც. მაგალითად, Microsoft უკვე მუშაობს Office-პაკეტის ადაპტაციაზე Apple-ის ახალ პროცესორებთან. კომპანია ასევე თანამშრომლო Adobe-ისთან. პრეზენტაციაზე Apple-მა წარადგინა ახალ პლატფორმაზე გაშვებული აპლიკაციები Lightroom და Photoshop და მოახდინა დემონსტრირება, თუ როგორ მოქნილად მუშაობს ინტერფეისი 5 გბ მოცულობის Photoshop PSD ფაილთან მიმარებაში. 

image.jpeg 

დაანონსებულ ახალ ოპერაციულ სისტემა macOS Big Sur-შ გამოჩნდება Rosetta-ს ახალი ვერსია. ადრე მას იყენებდნენ დეველოპერები PowerPC პროცესორებიდან Intel-ის ჩიპებზე გადასვლისას, ახალი ვერსია Rosetta 2 კი გამოყენებული იქნება, რათა მოხდეს თანაბარზომიერი გადასვლა Intel x86 ჩიპებიდან Apple-ის ARM პროცესორებზე. ამგვარად, აპლიკაციის შექმნა ახალ პლატფორმაზე შესაძებელი იქნება „ძველი“ აპარატული ნაწილის შემთხვევაშიც. 

image.jpeg 

აპლიკაციების დეველოპერებისთვის ახალ პლატფორმაზე Apple-მა მოამზადა პროგრამა Universal App Quick Start Program „სწრაფი გადასვლისთვის“, აგრევე სპეციალური აპარატული კომპლექტი - Developer Transition Kit. მის საფუძვლად აღებულია Mac mini, რომელშიც მელი რიგი ცვლილებები იქნა შეტანილი. კერძოდ, გამოყენებულია პროცესორი Apple A12Z Bionic, 16 გბ ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 512 გბ მოცულობის SSD. სისტემა მუშაობს macOS Big Sur ბეტა-ვერსიაზე. გარდა ამისა, კომპლექტში შესულია Xcode 12 პროგრამული გარსი. 

Developer Program-ში მონაწილეობა ფასიანია და ღირს 500 აშშ დოლარი. ჩაწერა შესაძლებელია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://developer.apple.com/ 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.