Magdalena Posted June 22, 2020 Share Posted June 22, 2020 კომპანია Intel ემზადება მობილური სისტემებისთვის განკუთვნილი Tiger Lake თაობის პროცესორების გამოშვებისთვის. ახალ ჩიპებზე ბევრი რამაა ცნობილი, ამჯერად კი მათ ბაზაზე შექმნილი ლეპტოპები გამოჩნდა ნიდერლანდური მაღაზიის ასორტიმენტში, რისი წყალობით ცნობილი გახდა მათი გაყიდვის თარიღი და ფასი. მაღაზია Central Point-ში წარმოდგენილია Acer Swift 5 ლეპტოპის ორი მოდიფიკაცია Intel-ის ახალი ჩიპებით. ერთ-ერთი მათგანი აგებულია საშუალო დონის პროცესორ Core i5-1135G7-ზე, მეორეს კი საფუძვლად უდევს უფროსი მოდელი Core i7-1165G7. ამ ჩიპებს, როგორც ჩანს, აქვთ ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, ასევე აღჭურვილნი არიან გაცილებით მოწინავე ინტეგრირებული Intel Xe გრაფიკით. ლეპტოპებს აქვთ 512 გბ და 1 ტბ დისკები, შესაბამისად. დანარჩენი მახასიათებლების მხრივ ორივე მოდიფიკაცია იდენტურია. გაცილებით უბრალო Acer Swift 5 ვერსიის (Core i5 ) ფასია 934 ევრო დაბეგვრის გარეშე, Core i7-ის მქონე უფროსი ვერსია კი შეფასებულია 1140 ევროდ. გავრცელებული ცნობებიდან ასევე საინტერესოა Tiger Lake ჩიპებზე მომუშავე ლეპტოპების გაყიდვის თარიღი - 27 ივლისი. თუკი ეს ინფორმაცია სწორია, Intel-ის ახალი ჩიპების ანონსს უახლოეს პერიოდში უნდა ველოდოთ. ამ დრომდეც ცნობილი იყო, რომ Tiger Lake პროცესორების ანონსს Intel მიმდინარე წლის ივლისში აპირებდა. https://3dnews.ru/1013810 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 22, 2020 Share Posted June 22, 2020 ესე იგი ეხლახან გამოსული 9000 სერიის მობილური რეფრეში 10000 რომ გამოვიდა ეგ მარტო რაზმინკა ყოფილა, ეგ უფრო კარგ ფორმაში უნდა იყოს იგივე თრიდებზე და ბირთვებზე ვიდრე ეგ ძველი, მაგას თან ინტეგრირებული ვიდეოკარტაც უფრო ძლიერი ქონია, ეგ ფაქტიურათ 11 სერია გამოდის მობილური პროცესორების, როგორც ჩანს უფრო კარგათ შეუბერეს 10 ნანომეტრზე მობილურ სერიაში, ვიდრე აქამდე ახერხებდენ, ისე აზრი არ ქონდა მაგის გამოშვებას 1000 უინიტის გულისთვის თუნდაც და სერიოზული დეფიციტის, გეიმინგისთვის ეგ არ გამოდგება მგონი, მაგრამ სხვა რაღაცისთვის კარგი უნდა იყოს თუ უფრო დაბალი ენერგომოხმარება ექნება 8 თრიდზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.