Magdalena Posted June 18, 2020 Share Posted June 18, 2020 Asus ROG Phone 2 იყო 2019 წლის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მოდელი და მისი შთამომავალი ROG Phone 3 მოდელიც გვთავაზობს დაუჯერებლად მაღალ წარმადობას. ახალი მოწყობილობა გამოჩნდა TENAA-ს ჩამონათვალში და წარმოდგენილია ნაცნობი გარეგნული დიზაინით, თუმცა განახლებული შიდა კომპონენტებით. Asus ROG Phone 3 გეიმინგ სმარტფონს ექნება აჩქარებული პროცესორი Snapdragon 865. ჩიპსეტის ბირთვი, როგორც წესი, მუშაობს 2.84 გჰც სიხშირეზე, თუმცა TENAA-ს თანახმად ROG Phone 3-ში ეს სიხშირე 3.091 გჰც-მდეა გაზრდილი. მისივე ინფორმაციით ტელეფონის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 16 გბ-მდე გაიზარდა. შედეგად ROG Phone 3 იქნება 2020 წლის მესამე სმარტფონი 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით Samsung Galaxy S20 Ultra-სა და Nubia Red Magic 5G მოდელების შემდეგ. სმარტფონს ექნება 6.59-დუიმიანი AMOLED-დისპლეი FHD+ გაფართოებით ისევე, როგორც მის წინამორბედს. კადრის განახლების სიხშირე ცნობილი არ არის, თუმცა დასაშვებია ვარაუდი, რომ ტელეფონს ექნება 120 ჰც სიხშირე ROG Phone 2 მოდელის მსგავსად. ახალ გეიმინგ სმარტფონს ექნება 6000 მა/სთ მოცულობის ბატარეა და 512 გბ-მდე ინტეგრირებული მეხსიერება. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ASUS-მა ამჯერად მოწყობილობას მესამე კამერა დაუმატა. ახალ სენსორზე ცნობილი ჯერ არაფერია, თუმცა ძირითადი კამერა როგორც ჩანს 64-მეგაპიქსელიანი იქნება ROG Phone 2-სგან განსხვავებით, რომლის მთავარი კამერის გაფართოებაა 48 მეგაპიქსელი. გარდა ამისა, ROG Phone 3 საკმაოდ მძიმე იქნება - იგი იწონის 204 გრამს, შედეგად 20%-ით მძიმეა Galaxy S20 Plus-ზე და 8%-ით მძიმე S20 Ultra-სთან შედარებით. არსებული ინფორმაციის თანახმად ROG Phone 3 მოდელს აქვს USB-C პორტი, რომლის მეშვეობით დაუკავშირდება ყურსასმენი, აქედან გამომდინარე, ტელეფონს არ აქვს 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭირო იქნება ცალკე ადაპტერის ყიდვა 3.5 მმ ყურსასმენის გამოსაყენებლად, ან უსადენო ყურსასმენის შეძენა. სმარტფონი წარმოდგენილი იქნება ოპერაციული სისტემა Android 10-ითა და საკუთარი სამომხმარებლო ინტერფეისით. მოწყობილობის ფასი უცნობია, თუმცა სავარაუდოდ მისი ღირებულება იქნება დაახლოებით 1000 აშშ დოლარი აჩქარებული პროცესორისა და სხვა ფუნქციების გათვალისწინებით. https://bit.ly/3fuXPQ1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Gamer-4ever Posted July 5, 2022 Share Posted July 5, 2022 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.