Jump to content

მაინერებმა კვლავ დაიწყეს ძველად გამომუშავებული Bitcoin-ების გაყიდვა ხარჯების დაფარვის მიზნით


Recommended Posts

მაისის ჰალვინგის შემდეგ შემოსავლების შემცირების წინაშე აღმოჩენლმა მაინერებმა კვლავ დაიწყეს Bitcoin-ის გაყიდვა იმაზე მეტი მასშტაბით, ვიდრე ამჟამად გამოიმუშავებენ. ამის შესახებ საუბარია Arcane Research-ის ახალ ანგარიშში. 

ანალიტიკოსების მიერ შემოთავაზებული საზომი სახელად Miner’s Rolling Inventory [MRI] იკვლევს სხვაობას იმ მონეტების რაოდენობას შორის, რომელთა გენერირებასაც ახდენენ მაინერები და რომლებიც მოძრაობაშია. 

როგორც ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ჩანს, მარტის ბოლოდან დაწყებული მაისის ჰალვინგამდე MRI მცირდებოდა, გარკვეულ ეტაპზე იგი 100%-ს ჩამოცდა, თუმცა 11 მაისის შემდეგ კვლავ მოიმატ და ამჟამად დაახლოებით 105%-ს შეადგენს. 

image.png 

MRI 100%-ს ქვემოთ ნიშნავს, რომ მაინერები ყიდიან იმაზე ნაკლებს, ვიდრე გამოიმუშავებენ და მათი რეზერვების მოცულობა იზრდება. 100%-ს ზემოთ მაჩვენებელი კი პირიქით, მოწმობს იმას, რომ ისინი მოიპოვებენ იმაზე ნაკლებ კრიპტოვალუტას, ვიდრე ყიდიან. 

როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს მოვლენა მოწმობს მაინერებს შორის განწყობის ცვლილებას ჰალვინგის შემდეგ, რომლის შედეგად მათი ჯილდო მოპოვებულ ბლოკზე 12,5 BTC-დან შემცირდა 6,25 BTC-მდე. 

შეგახსენებთ, რომ წინა კვირაში უცნობმა მაინინგ-პულმა გაყიდა 2293 Bitcoin-ი მას შემდეგ, რაც ფასმა 10 ათას აშშ დოლარიან ნიშნულს მიაღწია. ამან ხელი შეუწყო 2 ივნისს BTC-ის ელვისებულ ვარდნას 9100 აშშ დოლარიან დონემდე. 

 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

ასე კარგათ ისე GPU მაინინგში წინა სექტემბრის შემდეგ აღარ გაუკეთებია, ბიტკოინზე კი ადრეც დავწერე საჭიროა 15000$ ფარგლებამდე აყვანა იგივე მოგება რომ დარჩეთ რაც ჰალვინგამდე 8000$ კურსის ფარგლებში ქონდათ სადღაც, ეგ ოღონდ უფრო ასიკების თემაა ვიდეოკარტებს ნაკლებათ ეხება, 15000$ წელს რამდენათ რეალურია არ ვიცი, მაგრამ შვა ზაფხულისთვის შეიძლება 11000-12000$ ფარგლებამდე მაინც ავიდნენ, ისე კი ბევრი მართლა მინუსებში მიდის უკვე ან თითქმის აღარაფერს აკეთებს ასიკებით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.