Jump to content

გავრცელდა NVIDIA GeForce RTX 3080-ს ფოტო - ქულერები ვიდეო დაფის ორივე მხარეს


Recommended Posts

მიმდინარე წლის მეორე ნახევარში კომპანია NVIDIA გეგმავს ახალი თაობის სამომხმარებლო ვიდეო დაფების წარდგენას, რომლებიც აგებული იქნება Ampere არქიტექტურის გრაფიკულ პროცესორებზე. ამჟამად ინტერნეტში გამოჩნდა პირველი ფოტო, რომელზეც ასახული სამომავლო ვიდეო დაფა GeForce RTX 3080. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ ფოტოზე წარმოდგენილია პროტოტიპი ან ინჟინრული ნიმუში, რომელიც ეტალონური GeForce RTX 3080 დაფის დიზაინის ერთ-ერთ ვარიანტს ასახავს. დიზაინი საკმაოდ უჩვეულოა, რადგანაც ქულერები ვიდეო დაფის ორივე მხარესაა განთავსებული. 

image.jpeg 

უკანა მხარე 

წარმოდგენილ GeForce RTX 3080-ს აქვს არასტანდარტული ფორმის PCB დაფა V-ფორმის დაბოლოებით, რაც ჩანს ვიდეო დაფის უკანა მხარეს, თუმცა არ ზრდის მის სისქეს. ამგვარი მახასიათებელი მოგვაგონებს GeForce GTX 295 მოდელს, რომელსაც ასევე ჰქონდა ჭრილი PCB დაფაზე ქულერის განთავსებისთვის. 

მეორე ქულერი განთავსებულია სტანდარტულ ადგილას PCB დაფის ზემოთ. ორივე ვენტილატორი აგრილებს საკმაოდ მასიურ რადიატორს. აღსანიშნავია, რომ რადიატორის ცისფერი ელემენტები რეალურად ვერცხლისფერია, უბრალოდ გადაკრული აქვთ დამცავი ცისფერი საფარი. გაგრილების ამგვარი სისტემის ეფექტურობის განსა ამჟამად შეუძლებელია, თუმცა იგი საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება. 

image.jpeg 

ფრონტალური მხარე 

ვების კონექტორები სტანდარტულ ადგილას არ ჩანს, რაც შესაძლოა ნიშავდეს, რომ ისინი გადატანილია ბოლოში, როგორც Quadro სერიის ვიდეო დაფების შემთხვევაში. სამონტაჟო დაფასთან ახლოს ასევე შეინიშნება NVLink  კონექტორის ახალი ვერსიის მსგავსი რაღაც. 

მჟამად დაზუსტებით შეუძლებელია ითქვას, ზუსტად როდის წარადგენს კომპანია NVIDIA ახალი ვიდეო დაფების თაობას. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობის დიზაინის ფოტო ინტერნეტში უკვე გამოჩნდა, წარდგენამდე დიდი დრო აღარ უნდა იყოს დარჩენილი. 

Link to comment
Share on other sites

ელოდებიან რომ 3080 ეღირება ლამის 1000$ და 3080Ti რომელიც შეიძლება მთლათ შემდეგ წელიწადს გამოვიდეს უკვე 1200$ მაინც, ნუ ეგ მოლოდინია, რეალურათ რას დაადებს ნვიდია ჯერ არაა ზუსტათ ცნობილი, ანუ მიდ ენდებზე მაგ შემთხვევაში 500$ დაადებენ მაგრამ 2K 144 გერციანზეც გაგიქაჩავს ეგეთით, რამე სუსტი კი არ იქნება, ჭორები დადის რომ ლამის 400% გაიზრდებაო წარმადობა 2000 VS 3000 RTX რეჟიმში საშვალოთ და ეგ ახალი სერია უკვე 7 ნანომეტრზე იქნება, მაგასაც მგონი TSCM უმზადებთ როგორც ამდ პროცესორების და ვიდეოკარტების ჩიპებს ნავის სერიისთვის

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.