Magdalena Posted June 5, 2020 Share Posted June 5, 2020 Bloomberg-ის ფინანსური ანალიტიკოსი მაიკ მაკგლოუნი დარწმუნებულია, რომ Bitcoin-ი და ოქრო მიმდინარე წელს ზრდის „ტოპ-კანდიდატებია“. „აქტივების მცირე ჩამონათვალს შორის, რომლებმაც ამ მშფოთვარე წელს ზრდის ტენდენცია მაინც დააფიქსირეს, ოქრო და Bitcoin-ი ნიადაგს იმზადებენ სამომავლო აღმავლობისთვის“ - ხაზი გაუსვა ექსპერტმა. მისი დაკვირვებით, ოქრო კონსოლიდირდება წინააღმდეგობის 1700 აშშ დოლარიანი საკვანძო დონის ზემოთ: „ამ დონის გადალახვისას ყოველ ჯერზე ოქრო ახდენს შემდგომი აღმასვლისთვის სულ უფრო მყარი საფუძვლის ფორმირებას“. მისი თქმით Bitcoin-ი ამჟამად ანალოგიურ კონსოლიდაციას განიცდის 9000-10 000 აშშ დოლარიან დიაპაზონში. „ჩვენ Bitcoin-ს განვიხილავთ, როგორც დასვენებაში მყოფ ხარს“ - განმარტა მაკგლოუნმა. – „თუკი საფონდო ბაზარი დაეცემა, ოქრო და Bitcoin-ი აღმავალ ტრენდს გაუყვებიან“. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მონეტარულ პოლიტიკაში ცენტრალური ბანკების მიერ მიღებული უპრეცედენტო ზომები ხელს შეუწყობს Bitcoin-ის, როგორც პირველი ვალუტის - ოქროს ციფრულ ვერსიად ქცევას. მაკგლოუნის აზრით პირველი კრიპტოვალუტის ფასი გადააჭარბებს ფსიქოლოგიურ 10 ათას აშშ დოლარიან დონეს. https://bit.ly/2zZGrE6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.