Magdalena Posted May 22, 2020 Posted May 22, 2020 ციფრული ვალუტის ოპერატორმა Coinpayments-მა და ონლაინ-რითეილერმა Shopify-მ გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც გაზრდის კრიპტოვალუტების - როგორც საგადახდო საშუალების გამოყენების შესაძლებლობებს ელექტრონული პლატფორმის მომხმარებლებისთვის. ანგარიშსწორების სისტემაში ციფრული ვალუტის მხარდაჭერა ხელმისაწვდომი გახდება მილიონზე მეტი კომპანიისთვის მსოფლიოს 175 ქვეყანაში. Shopifу-სა და CoinPayments-ის პარტნიორობა კომპანიებს საშუალებას მისცემს მიიღონ გადახდები 1800 კრიპტოვალუტით და ხელმისაწვდომი საკომისიოთი - ნათქვამია პრეს-რელიზში. „ჩვენი მარტივად გამოყენებადი გლობალური კრიპტოგადახდების პლატფორმისა და Shopify-ს სავაჭრო ბაზის გაერთიანების შედეგად მოუთმენლად ველით გამჭვირვალე პროცესის წარდგენას ყველასთვის, ვისაც სურს ბიზნესის წარმართვა კრიპტოვალუტების გამოყენებით“ - განაცხადა Coinpayments-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა წარმატებულად დასრულებული საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავდა პლატფორმის ფუნქციებისა და უსაფრთხოების გამოცდას რეალური ტრანზაქციებით. ხსენებულ ორ კომპანიას შორის თანამშრომლობა Shopifу-ს მომხმარებლებს ხელს შეუწყობს რამდენიმე პროცესინგ-სერვისთან მუშაობაში სხვადასხვა იურისდიქციაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამ დრომდე კრიპტოვალუტებით ანგარიშსწორება ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ Coinbase Commerce-თან, BitPay-სა და GoCoin-თან პარტნიორობით. თებერვალში Shopify შეუერთდა Libra Association-ს, რომელიც დაკავებულია უმსხვილესი სოციალური ქსელის - Facebook-ის ციფრული ვალუტის შემუშავებით. https://bit.ly/2Zp8neI 1 Quote
Power_VANO Posted May 22, 2020 Posted May 22, 2020 ძალიან კარგი ნიუსია ეს. ძალიან გაფართოვდება Shopify-ზე კრიპტოების საპორტი. 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.