Magdalena Posted May 21, 2020 Posted May 21, 2020 ელექტრონიკის სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა Samsung-მა და კომპანია Hyundai-მ დადეს შეთანხმება, რომლის თანახმად Samsung-მა უნდა მიაწოდოს Hyundai-ს სპეციალური პროცესორები Exynos Auto, OLED-დისპლეები მონაცემთა დაფისთვის, ასევე ბატარეები სამომავლო ელექტრომობილებისთვის. ორ დიდ სამხრეთკორეულ კომპანიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება მიღწეულ იქნა გასულ კვირას მათი ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად. ამ შეხვედრის შეჯამებისას ცნობილი გახდა, რომ Hyundai-ს სამომავლო ელექტრომობილებში გამოყენებული იქნება ბატარეები Samsung SDI. როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, Samsung-მა უკვე დაასრულა კვების ახალი წყაროების გამოცდა სამომავლო ავტომობილებისთვის. Hyundai აპირებს ამ აკუმულატორების გამოყენებას Genesis-ის მთლიანად ელექტრო ვერსიებსა და Kia-ს ჰიბრიდულ მოდელებში. ელექტრო ვერსია Genesis G80-ის გამოშვება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად ელექტრომობილის გავლის მარაგი ერთ დამუხტვაზე დაახლოებით 500 კმ-ს შეადგენს. ელექტრომობილი ასევე აღჭურვილი იქნება ავტონომიურობის მესამე დონის ავტოპილოტირების ტექნოლოგიით, რომელიც შემუშავდა ზემოთხსენებული ორი კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ Samsung-ის მიერ წარმოებული ბატარეები გამოირჩევა სიმტკიცითა და სტაბილური მუშაობით, ისინი გამოყენებული იქნება Hyundai-ს ავტომობილების კომერციულ ვერსიებშიც. მათ გამოშვებას კომპანია უახლოესი სამი წლის მანძილზე აპირებს. ამჟამად Hyundai იყენებს LG Chem-ისა და SK Innovation-ის მიერ წარმოებულ ბატარეებს. ისინი გამოიყენება ისეთ მოდელებში, როგორებიცაა Ioniq EV, Kona EV და Niro EV, ასევე ავტობუსის რამდენიმე მოდელში. https://bit.ly/3g8AHIo Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.