Magdalena Posted May 21, 2020 Share Posted May 21, 2020 ელექტრონიკის სამხრეთკორეულმა მწარმოებელმა Samsung-მა და კომპანია Hyundai-მ დადეს შეთანხმება, რომლის თანახმად Samsung-მა უნდა მიაწოდოს Hyundai-ს სპეციალური პროცესორები Exynos Auto, OLED-დისპლეები მონაცემთა დაფისთვის, ასევე ბატარეები სამომავლო ელექტრომობილებისთვის. ორ დიდ სამხრეთკორეულ კომპანიას შორის თანამშრომლობის შეთანხმება მიღწეულ იქნა გასულ კვირას მათი ხელმძღვანელების შეხვედრის შედეგად. ამ შეხვედრის შეჯამებისას ცნობილი გახდა, რომ Hyundai-ს სამომავლო ელექტრომობილებში გამოყენებული იქნება ბატარეები Samsung SDI. როგორც რესურსი SamMobile აცხადებს, Samsung-მა უკვე დაასრულა კვების ახალი წყაროების გამოცდა სამომავლო ავტომობილებისთვის. Hyundai აპირებს ამ აკუმულატორების გამოყენებას Genesis-ის მთლიანად ელექტრო ვერსიებსა და Kia-ს ჰიბრიდულ მოდელებში. ელექტრო ვერსია Genesis G80-ის გამოშვება 2021 წლისთვისაა დაგეგმილი. ამჟამად არსებული ინფორმაციის თანახმად ელექტრომობილის გავლის მარაგი ერთ დამუხტვაზე დაახლოებით 500 კმ-ს შეადგენს. ელექტრომობილი ასევე აღჭურვილი იქნება ავტონომიურობის მესამე დონის ავტოპილოტირების ტექნოლოგიით, რომელიც შემუშავდა ზემოთხსენებული ორი კომპანიის თანამშრომლობის ფარგლებში. მოსალოდნელია, რომ Samsung-ის მიერ წარმოებული ბატარეები გამოირჩევა სიმტკიცითა და სტაბილური მუშაობით, ისინი გამოყენებული იქნება Hyundai-ს ავტომობილების კომერციულ ვერსიებშიც. მათ გამოშვებას კომპანია უახლოესი სამი წლის მანძილზე აპირებს. ამჟამად Hyundai იყენებს LG Chem-ისა და SK Innovation-ის მიერ წარმოებულ ბატარეებს. ისინი გამოიყენება ისეთ მოდელებში, როგორებიცაა Ioniq EV, Kona EV და Niro EV, ასევე ავტობუსის რამდენიმე მოდელში. https://bit.ly/3g8AHIo Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.