Magdalena Posted May 18, 2020 Share Posted May 18, 2020 ჩინურმა კომპანია Chuwi-მ დააანონსა მორიგი სიახლე - მცირე ფორმ-ფაქტორის დესკტოპ კომპიუტერი CoreBox i5, რომელიც Intel-ის აპარატულ პლატფორმაზეა აგებული. მოწყობილობას ლითონის კორპუსი აქვს და მისი დაყენება შესაძლებელია ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში. კომპიუტერის წონა დაახლოებით 800 გრამია. მოწყობილობაში გამოყენებულია Broadwell თაობის Core i5-5257U პროცესორი. ეს ჩიპი ორბირთვიანია (ოთხ ნაკადამდე) და მუშაობს 2.7 გჰც სიხშირეზე, რომლის გაზრდა შესაძლებელია 3.1 გჰც-მდე. აღჭურვილობაში შედის გრაფიკული პროცესორი Intel Iris 6100. ნეტტოპს აქვს LPDDR3 RAM ტიპის 8 გბ ოპერატიული მეხსიერება. გამოყენებული 256 გბ მოცულობის M.2 SSD მოდული. ასევე შესაძლებელია განთავსდეს დამატებითი 2.5-დუიმიანი მყარი დისკი. CoreBox i5-ის არსენალშია ქსელური კონტროლერი Gigabit Ethernet და Wi-Fi 802.11ac უსადენო კავშირის ადაპტერი 2,4 და 5 გჰც სიხშირეების დიაპაზონის მხარდაჭერით. ყველა კონექტორი თავმოყრილია კორპუსის უკანა მხარეს, ესენია: აუდიო დრაივერი, მიკროფონის კონექტორი, ოთხი USB 3.0 პორტი, კონექტორი ქსელის სადენისთვის და ორი HDMI ინტერფეისი დისპლეისთან დაკავშირებითვის. მინი კომპიუტერის ფასი ამჟამად ცნობილი არ არის. https://bit.ly/2yVACHp Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.