Magdalena Posted May 15, 2020 Share Posted May 15, 2020 კომპანია Intel-მა კორპორატიული სისტემების პროცესორების ასორტიმენტი შეავსო Comet Lake სერიის მოდელებით. კომპანიამ წარადგინა მეათე თაობის მობილური Core პროცესორები vPro-ს მხარდაჭერით, აგრეთვე მობილური და დეკსტოპ Xeon W-1200 ვერსიები. გარდა ამისა, გამოცხადდა გასულ თვეში წარდგენილ რომელ Comet Lake-S პროცესორებს ექნება vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. თხელი და მსუბუქი ლეპტოპებისთვის Intel-მა წარადგინა Core U სერიის ჩიპები (TDP 15 ვატი) vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Core i5-10310U და Core i7-10610U პროცესორებს აქვთ 4 ბირთვი და 8 ნაკადი, მათი საბაზისო ტაქტის სიხშირეები კი 1,7 და 1,8 გჰც-ის ტოლია, შესაბამისად. ფლაგმანურ Core i7-10810U მოდელს აქვს 6 ბირთვი და 12 ნაკადი, მისი საბაზისო სიხშირეა მხოლოდ 1.1 გჰც. უფრო მაღალი წარმადობის მობილური სისტემებისთვის განკუთვნილია Core H სერიის ჩიპები vPro-ს მხარდაჭერით და Xeon W-1200M. მათ აქვთ 4, 6 ან 8 ბირთვი და ყველა მათგანს აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ამ პროცესორებს TDP-ის გაცილებით მაღალი - 45-ვატიანი დონე აქვთ, რაც უზრუნველყოფს 2,3-დან 2,8 გჰც-მდე გაზრდილ საბაზისო სიხშირეებს. Intel-მა განაცხადა, რომ ამ დრომდე წარდგენილი Comet Lake-S სერიის დეკსტოპ პროცესორების დიდ ნაწილს აქვს vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. საუბარი ეხება ათბირთვიან Core i9-ს, რვაბირთვიან Core i7-სა და ექვსბირთვიან Core i5-ს. vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მეათე თაობის Core პროცესორების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. გარდა ამისა, საწყისი დონის სამუშაო სადგურებისთვის კომპანია Intel-მა წარადგინა Xeon W-1200 პროცესორები. არსობრივად ეს გახლავთ იგივე მეათე თაობის Core პროცესორები, თუმცა ECC კორექციის მხარდაჭერის მეხსიერებითა და ზოგიერთ მოდელში განსხვავებული TDP-ის დონით. Xeon W-1200 ჩიპებს აქვთ ექვსიდან ათამდე ბირთვი და Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ახალი ჩიპების საბაზისო სიხშირე ვარირებს 1,9-დან 4,1გჰც დიაპაზონში. ახალი Xeon იმუშავებს მხოლოდ Intel W480 სისტემური ლოგიკის მქონე დედა დაფებზე. Intel-ის თქმით vPro მხარდაჭერის მქონე ახალი თაობის პროცესორებს აქვთ უსაფრთხოების ინტეგრირებული პლატფორმა Hardware Shield, რომელიც უზრუნველყოფს შეტევისგან დაცვას BIOS-ის დონეზე. ასევე აღსანიშნავია Intel EMA (Endpoint Management Assistant) ტექნოლოგიის მხარდაჭერა დისტანციური ადმინისტრირებისთვის, რომელიც შედის Intel AMT-ის (Active Management Technology) შემადგენლობაში. https://bit.ly/3dCTN7k Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.