Jump to content

Intel-მა წარადგინა ახალი Core vPro და Xeon W კორპორატიული დესკტოპებისა და ლეპტოპებისთვის


Recommended Posts

კომპანია Intel-მა კორპორატიული სისტემების პროცესორების ასორტიმენტი შეავსო Comet Lake სერიის მოდელებით. კომპანიამ წარადგინა მეათე თაობის მობილური Core პროცესორები vPro-ს მხარდაჭერით, აგრეთვე მობილური და დეკსტოპ Xeon W-1200 ვერსიები. გარდა ამისა, გამოცხადდა გასულ თვეში წარდგენილ რომელ Comet Lake-S პროცესორებს ექნება vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

თხელი და მსუბუქი ლეპტპებისთვის Intel-მა წარადგინა Core U სერიის ჩიპები (TDP 15 ვატი) vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერით. Core i5-10310U და Core i7-10610U პროცესორებს აქვთ 4 ბირთვი და 8 ნაკადი, მათი საბაზისო ტაქტის სიხშირეები კი 1,7 და 1,8 გჰც-ის ტოლია, შესაბამისად. ფლაგმანურ Core i7-10810U მოდელს აქვს 6 ბირთვი და 12 ნაკადი, მისი საბაზისო სიხშირეა მხოლოდ 1.1 გჰც. 

image.jpeg 

უფრო მაღალი წარმადობის მობილური სისტემებისთვის განკუთვნილია Core H სერიის ჩიპები vPro-ს მხარდაჭერით და Xeon W-1200M. მათ აქვთ 4, 6 ან 8 ბირთვი და ყველა მათგანს აქვს Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ამ პროცესორებს TDP-ის გაცილებით მაღალი - 45-ვატიანი დონე აქვთ, რაც უზრუნველყოფს 2,3-დან 2,8 გჰც-მდე გაზრდილ საბაზისო სიხშირეებს.  

image.jpeg 

Intel-მა განაცხადა, რომ ამ დრომდე წარდგენილი Comet Lake-S სერიის დეკსტოპ პროცესორების დიდ ნაწილს აქვს  vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერა. საუბარი ეხება ათბირთვიან Core i9-ს, რვაბირთვიან Core i7-სა და ექვსბირთვიან Core i5-ს. vPro ტექნოლოგიის მხარდაჭერის მქონე მეათე თაობის Core პროცესორების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში. 

image.jpeg 

გარდა ამისა, საწყისი დონის სამუშაო სადგურებისთვის კომპანია Intel-მა წარადგინა Xeon W-1200 პროცესორები. არსობრივად ეს გახლავთ იგივე მეათე თაობის Core პროცესორები, თუმცა ECC კორექციის მხარდაჭერის მეხსიერებითა და ზოგიერთ მოდელში განსხვავებული TDP-ის დონით. Xeon W-1200 ჩიპებს აქვთ ექვსიდან ათამდე ბირთვი და Hyper-Threading ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ახალი ჩიპების საბაზისო სიხშირე ვარირებს 1,9-დან 4,1გჰც დიაპაზონში. ახალი Xeon იმუშავებს მხოლოდ Intel W480 სისტემური ლოგიკის მქონე დედა დაფებზე. 

image.jpeg 

Intel-ის თქმით vPro მხარდაჭერის მქონე ახალი თაობის პროცესორებს აქვთ უსაფრთხოების ინტეგრირებული პლატფორმა Hardware Shield, რომელიც უზრუნველყოფს შეტევისგან დაცვას BIOS-ის დონეზე.  ასევე აღსანიშნავია Intel EMA (Endpoint Management Assistant) ტექნოლოგიის მხარდაჭერა დისტანციური ადმინისტრირებისთვის, რომელიც შედის Intel AMT-ის (Active Management Technology) შემადგენლობაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.