Jump to content

CPU AMD Zen 4 და RDNA3, NVIDIA Hopper და Intel Xe გრაფიკული პროცესორები დამზადდება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით


Recommended Posts

პროდუქტები, რომლებიც TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით იქნება წარმოებული, უკვე დადასტურდა ChinaTimes-ის ინფორმაციით. მოსალოდნელია, რომ ამ ტექნოლოგიით დამზადდება არა მხოლოდ AMD Zen 4, RDNA3 და NVIDIA Hopper სერიის გრაფიკული პროცესორები, არამედ სამომავლო GPU Intel Xe-ც. 

image.jpeg 

ChinaTimes ადასტურებს ცნობას, რომ NVIDIA-მ წინასწარ დაჯავშნა TSMC-ის 5-ნანომეტრიანი წარმოება თავისი სამომავლო ფაგმანური Hopper პროცესორებისთვის. ჩინური საინფორმაციო წყარო იმაზეც მიგვანიშნებს, რომ კომპანია Intel-იც გამოიყენებს TSMC-ის 5-ნანომეტრიან ტექნოპროცესს თავის სამომავლო Intel Xe სერიის გრაფიკულ პროცესორებში. 

როგორც ჩანს, NVIDIA მომდევნო წელს წარადგენს 5-ნანომეტრიან Hopper პროცესორებს, 2022 წლისთვის კი მომხმარებლებს პირდება, რომ განსაკუთრებით წარმატებული იქნება ენთუზიასტებისა და ოვერქლოქერებისთვის. 

კომპანია TSMC შესაძლოა გადაიტვირთოს 5-ნანომეტრიანი წარმოებით მომდევნო წელს. რა თქმა უნდა, წარმოების პირველ რიგში იქნებიან „მობილური გიგანტები“, განსაკუთრებით კი მაღალი წარმადობის მობილური პროცესორების მწარმოებელი კომპანიები, თუმცა არც პერსონალური კომპიუტერების სეგმენტი ჩამორჩება „ნანომეტრების რბოლაში“. უახლესი ცნობები მოწმობს, რომ კომპანია Intel იქნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი ტექნოპროცესის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი თავის სამომავლო პროდუქტებში. 

დასტურდება DigiTimes-ის ცნობები, რომ TSMC 5-ნანომეტრიან მასობრივი წარმოების დაწყებას გეგმავს 2021 წლის მესამე კვარტლიდან. 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგია იქნება უფრო მასიური და მაღალი წარმადობის, ვიდრე 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესი. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.