Jump to content

SpaceX-მა შესაძლოა შეისყიდოს OneWeb, რათა კონკურენტი თავიდან მოიშოროს


Recommended Posts

კომპანია SpaceX-მა განაცხადი შეიტანა გაკოტრებული ბრიტანული კომპანია OneWeb-ის გამოსყიდვაზე, რათა მოახდინოს ბაზარზე არსებული კონკურენტის ლიკვიდირება.  

image.jpeg 

ინფორმაციის წყარო აცხადებს: „ორ რეალურ მყიდველს ვხედავ. Eutelsat-ს მცირე შანსი აქვს. საინვესტიციო ფონდმა შესაძლოა გაიმეოროს OneWeb-ის წინა ინვესტორის - Softbank-ის ბედი. ვფიქრობ, მყიდველი გახდება ის, ვისთვისაც კოსმოსური ინტერნეტი ბიზნესის სამომავლო განვიარებისთვის გადამწყვეტია. ესენი არიან რა თქმა უნდა Amazon და SpaceX. ამ უკანასკნელს შესყიდვა სჭირდება პოტენციური კონკურენტის გაქრობისთვის - განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ ჩინური განაცხადები დიდი ალბათობით უარყოფილი იქნება, რათა არ დაიშვას ჩინეთის წვდომა OneWeb-ის ტექნოლოგიებზე. 

ექსპერტის აზრით ასევე მოსალოდნელია ვარიანტი, რომ OneWeb გადავა Amazon-ის კონტროლის ქვეშ, რის გამოც SpaceX-ის Starlink-ს პოტენციური კონკურენტი კვლავ ეყოლება. აშშ-სთვის მნიშვნელოვანია კონკურენციის შენარჩუნება, რადგანაც ასეთ შემხვევაში შენარჩუნდება ტექნოლოგიური და საბაზრო განვითარების მაღალი ტემპები. ეს ყველაფერი კი შეერთებულ შტატებს ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამგზავრული კავშირების კუთხით ლიდერობაში. უნდა აღინიშნოს, რომ OneWeb-ის განვითარებაზე ჯამში დაახლოები 3.5 მლრდ აშშ დოლარია დახარჯული. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-რესურს Space Intel Report-მა გამოაქვეყნა შეტყობინება, სადაც ნათქვამია, რომ გაკოტრებული OneWeb-ის შესყიდვაზე განაცხადები შეიტანეს ამერიკულმა Amazon-მა და SpaceX-მა, ევროპულმა თანამგზავრულმა ოპერატორმა Eutelsat-მა, საინვესტიციო ფონდმა Cerberus Capital Management-მა და ორმა ჩინურმა კომპანიამ. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.