Magdalena Posted May 9, 2020 Share Posted May 9, 2020 ლეგენდარულმა ტრეიდერმა და hedge-ფონდ Tudor Investment-ის დამფუძნებელმა პოლ ტიუდორ ჯონსმა თავის მომხმარებლებს განუცხადა, რომ Bitcoin-ფიუჩერსებით ვაჭრობას განიხილავს, როგორც დაზღვევას ცენტრალური ბანკების ამჟამინდელი პოლიტიკის წინააღმდეგ. ცენტრალური ბანკები ფულს ბეჭდავენ კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად. „იმისთვის, რომ მოხდეს მოგების მაქსიმიზირება, უნდა ფლობდეთ ყველაზე სწრაფ აქტივს. თუ ჩემი პროგნოზის მოსმენა გსურთ, მე ფსონს Bitcoin-ზე დავდებდი“ - აღნიშნა ჯონსმა. მან მომხმარებლებს შესთავაზა ჩართონ Bitcoin-ფიუჩერსები პორტფელში, თუმცა დაამატა, რომ მათი წილი არ იქნება რამდენიმე პროცენტზე მეტი. ტიუდორ ჯონსმა შეისწავლა შესაძლო პოზიციები ოქროს, სახელმწიფო ობლიგაციების, ზოგიერთი აქციის, ვალუტისა და საქონლის კუთხით. მისი აზრით Bitcoin-ი დაგროვების საშუალებაა. მილიარდერი ამტკიცებს, რომ აქტივმა გაიარა გამძლეობისა და საიმედოობის გამოცდა ოთხ კრიტერიუმში: მსყიდველობითი უნარი, ლიკვიდურობა, პორტატულობა და საიმედოობა. ტრეიდერმა Bitcoin-ი შეადარა ოქროს 1970-იან წლებში, როდესაც ინფლაციამ ამერიკული ბაზრები მოიცვა. მან პირველ კრიპტოვალუტაში ინვესტირება მოახდინა 2017 წელს და ისტორიული მაქსიმუმის სიახლოვეზე მყოფ პოზიციაზე გამოვიდა. „ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი Bitcoin-ის შეძენის სასარგებლოდ გახლავთ ვალუტის გაციფრულება“. https://bit.ly/2SLGdq6 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted May 10, 2020 Share Posted May 10, 2020 ძალიან კარგი ანალიზი დადო ჯონსმა. ორიგინალში ვისაც აინტერესებს, აქაა: https://www.docdroid.net/H1fuimX/the-great-monetary-inflation-pdf და ასევე კიდევ ერთი ძალიან კარგი ანალიზი Global Macro Investor-ისგან: https://drive.google.com/file/d/1nWQVpbyeVqwB1qHHVXs1G19b9_iUvrX9/view?_hsenc=p2ANqtz-9g1dT8cUCnBuLcWc1euoHDZHkH74D1cj579cYkr2tWvz7WMGhN85xPda6Yy_AjcvZxXbD1fhPXo56EIoWRR4l0xKs_kA&_hsmi=86574321 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.