Magdalena Posted May 9, 2020 Share Posted May 9, 2020 ხელმისაწვდომია საინტერესო სიახლე - პორტატული მონიტორი Desklab, რომელიც, როგორც მწარმოებელი კომპანია ამტკიცებს, ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი მოწყობილობაა თავის კატეგორიაში. მონიტორის მატრიცა 4K ფორმატისაა: გაფართოება შეადგენს 3840 × 2160 პიქსელს, დისპლეის ზომაა 15.6 დუიმი დიაგონალზე. სიკაშკაშის მაჩვენებელია 400 კდ/მ2, კონტრასტულობა - 1200:1. ხედვის კუთხე 178 გრადუსს აღწევს. მონიტორ Desklab-ს სენსორული მართვის მხარდაჭერა აქვს. ამასთან დისპლეიზე ზემოქმედება შესაძლებელია როგორც თითით, ასევე სპეციალური ელექტრონული ფანქრის მეშვეობით. ეს უკანასკნელი მომხმარებელს საშუალებას მისცემს მონიტორი გრაფიკული პლანშეტის სახით გამოიყენოს. მაგნიტური სადგამი საშუალებას იძლევა მონიტორი მოსახერხებელი კუთხით განთავსდეს. იგი ეკრანს ასევე იცავს ტრანსპორტირების დროს დაზიანებისგან. თვალებზე დატვირთვის შემცირებას ხელს უწყობს ტექნოლოგიები Low Flicker და Low Blue Light: პირველი მათგანი აღმოფხვრის ციმციმს, მეორე კი ამცირებს ლურჯი გამოსხივების ინტენსიურობას და მომხმარებელს იცავს მისი ზეგავლენის გვერდითი ეფექტებისგან. მონიტორი აღჭურვილია სტერეო დინამიკებით, აქვს ინტერფეისები USB Type-C, mini HDMI და Micro-USB. მოწყობილობა 595 გრამს იწონის. მონიტორის გამოყენება შესაძლებელია ალბომისა და პორტრეტის რეჟიმებში. ინტეგრირებული აკუმულატორი უზრუნველყოფს კვებას ქსელის გარეშე და საშუალებას იძლევა დაიმუხტოს სხვა გაჯეტები. Desklab-ის შეძენა ამჟამად შესაძლებელია 399 აშშ დოლარად. https://bit.ly/2WbWFlS 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.