Magdalena Posted May 8, 2020 Share Posted May 8, 2020 Maingear-ის ასორტიმენტში გამოჩნდა მაღალი წარმადობის დესკტოპ სისტემა Pro WS, რომელიც გათვლილია პროფესიონალური სფეროსთვის, მაღალი ხარისხის კონტენტის შექმნისა და დამუშავებისთვის და ა.შ. სამუშაო სადგური პროცესორების მხრივ ხელმისაწვდომია შემდეგ კონფიგურაციებში: ვერსია პროცესორით Intel Core i9-9900K (8 ბირთვი; 3,6–5,0 გჰც) და Core i9-10980XE (18 ბირთვი; 3,0–4,6 გჰც), აგრეთვე ჩიპებით - AMD Ryzen 9 3950X (16 ბირთვი; 3,5–4,7 გჰც) და AMD Ryzen Threadripper 3990X (64 ბირთვი; 2,9–4,3 გჰც). ფლაგმანურ კონფიგურაციაში DDR4-2666 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 256 გიგაბაიტს აღწევს. შესაძლებელია ორი M.2 NVMe SSD-ისა და ოთხი 3.5-დუიმიანი დისკის დაყენება: მონაცემთა შესანახი სივრცის ჯამური მოცულობა 72 ტერაბაიტს აღწევს. მომხმარებლები შეძლებენ ოთხ ერთეულამდე NVIDIA GeForce Titan RTX 24GB GDDR6, NVIDIA Quadro RTX 8000 48GB GDDR6, AMD Radeon 5700 XT 8GB GDDR6 ან AMD Radeon Pro WX 9100 16GB HBM2 ვიდეო დაფების დაყენებას. გაგრილებას უზრუნველყოფს თხევადი გაგრილების ეფექტური სისტემა. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია Windows 10 Pro. სამუშაო სადგურ Maingear Pro WS-ს საწყისი ფასია დაახლოებით 2 ათასი აშშ დოლარი. https://bit.ly/2Ab3Fad 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.