Jump to content

კომპანია SpaceX-ის Starship SN4 ის პროტოტიპმა ძრავის გამოცდა გაიარა


Recommended Posts

რაკეტა Starship-ის SN4 პროტოტიპმა გაიარა მის ქვეშ დამონტაჟებული ძრავ Raptor-ის ცეცხლოვანი გამოცდა, რომელიც ჩატარდა დედამიწაზე მიუხედავად იმისა, რომ ავდაპირველად დაგეგმილი იყო ტესტირების 150 სიმაღლეზე ჩატარება. პროტოტიპზე ძავი აამოქმედეს დაახლოებით 4 წამის განმავლობაში, გამოცდა წარმატებულად ჩაითვალა. 

image.jpeg 

დაახლოებით ერთი კვირის წინ Starship SN4 პროტოტიპმა წარმატებით გაიარა კრიოგენული ტესტირებები წნევის ზემოქმედების ქვეშ ავზში თხევადი აზოტის შეტანისას. SN1 და SN3 პროტოტიპები ანალოგიური ტესტების მსვლელობისას დაზიანდნენ. ცეცხლოვან გამოცდამდე მხოლოდ Starship SN4 პროტოტიპმა მიაღწია. წნევის ზემოქმედების ქვეშ ავზების ავსებისას ძრავის ამოქმედება - ეს თავისთავად გამოცდაა. როგორც ჩანს, სხვა პროტოტიპების განადგურებამ აიძულა კომპანია შეემცირებინა რისკი და ცეცხლოვანი ტესტირებების დრო მინიმუმამდე დაიყვანა. 

image.jpeg 

ხედი ქვემოდან: ძრავი Raptor Starship SN4 პროტოტიპში 

იმის გამო, რომ SN4-ის აფრენა 150 მეტრის სიმაღლეზე არ შედგა, Starship SN5 პროტოტიპის ფრენა 20 კილომეტრ სიმაღლეზე შესაძლოა გადაიდო. ექსპერიმენტის შედეგების შესწავლის შემდეგ შესაძოა დაუშვან SN4-ის შემოწმება 150 მეტრზე ან ეს მისია SN5 პროტოტიპს მიანდონ. 20 კილომეტრ სიმაღლეზე ასვლისთვის SN5 და SN6 პროტოტიპებს აუცილებლად დასირდებათ სამი Raptor ძრავის დამონტაჟება. 

პროტოტიპების მსგავსი გამოცდები ერთი მხრივ გარკვეულ დაბნეულობას იწვევს, თუმცა მეორე მხრივ SpaceX-ის გუნდი მათ პარალელურ რეჟიმში აწყობს, რაც საშუალებას იძლევა, რომ ერთი პროტოტიპის წარუმატებლობის შემხვევაში გამოცდები სხვა პროტოტიპებზე გაგრძელდეს. 

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.