Magdalena Posted May 6, 2020 Share Posted May 6, 2020 პირველი კრიპტოვალუტის ფასი საბოლოოდ 5 ათასდოლარიან დონეზე გამყარდა. ამის შესახებ YouTube-არხზე პირდაპირ ეთერში განაცხადა ცნობილმა ტრეიდერმა და ანალიტიკოსმა ტონ ვეისმა. „ველი, რომ ამ წელს კიდევ გვექნება პრობლემები. არ მგონია, რომ ფასი მნიშვნელოვნად აიწევს. დიდი ალბათობით ფასი გაიჭედება 6 ათასიან და 10 ათასიან ნიშნულებს შორის და ასე იქნება წლის ბოლომდე“ - აღნიშნა ვეისმა. მან დაამატა, რომ მიმდინარე კვირაში ფასის მცირე კლებას მოელის, რაც შესყიდვის კიდევ ერთ შესაძლებლობას ნიშნავს: “ჩემთვის Bitcoin-ი საუკეთესო ინვესტიციაა. ბოლო ორი წლის მანძილზე არავისთვის მითქვამს, რომ ეყიდათ, ახლა კი ყველას მისი შესყიდვისკენ მოვუწოდებ“. ფასის კლება არ იქნება იმდენად სერიოზული, რომ დიდი ფასდაკლება მივიღოთ“ -ანალიტიკოსს ეჭვი არ ეპარება, რომ დიდი ვარდნები უკან დარჩა. „ვფიქრობ, 5 ათას აშშ დოლარს ქვემოთ უკვე აღარასდროს ვიქნებით“ - განაცხადა ვეისმა. ტრეიდერის აზრით Bitcoin-ზე ჰალვინგის გავლენის შეფასება 9-12 თვის შემდეგ გახდება შესაძლებელი - იმ დროს, როდესაც Bitcoin-ების რაოდენობის შემცირება ბაზარზე მეტად საგრძნობი გახდება, ეს გამოიწვევს ფასის აწევას. „ჩემი მოლოდინით მიმდინარე წლის ბოლოს Bitcoin-ის ფასი დაახლოებით 10 ათასი აშშ დოლარი იქნება - ცოტა მეტი ან ნაკლები. 2021 წლის ბოლოს ველოდები ფასს 15 და 20 ათას აშშ დოლარს შორის. 2022-2023 წლებში კი საბოლოოდ წინ გავიჭრებით“ - აღნიშნა ტრეიდერმა. https://bit.ly/2W3oCw6 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 7, 2020 Share Posted May 7, 2020 ჰალვინგის შემდეგ 5000$ კიდე ცოტაა მე თუ მკითხავ, ნუ ეგეთივე ვარიანტია 20000$ ასვლის შემდეგ თუნდაც 2500$ რომ დაცემულიყო, ანუ დაჟე 3000$ ცუდი ვარიანტი გამოდის 2018 წლის დეკემბერში რომ იყო დაცემული, მითუმეტეს თუ 15000$ გაცდა 5000$ ისევ ჩამოსვლა საკმაოთ დიდი დროპი იქნება უკვე და სერიოზული კრიზისიც მოყვება ალბათ, მაგრამ დიდხანს არა მგონია მაგდენზე დატოვონ მაინც, ისევ სწრაფათ გაიზრდება ალბათ რომც დაეცეს მაგდენზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.