Magdalena Posted May 2, 2020 Share Posted May 2, 2020 ინტერნეტ-მომხმარებლების ორი მესამედი ეთანხმება ციფრული აქტივების დაბეგვრას - მოწმობს სამხრეთკორეული საფულე Childly-ის გამოკითხვის შედეგები, ნათქვამია პრეს-რელიზში. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 5750-მა მომხმარებელმა მთელი მსოფლიოდან. გამოკითხვის შედეგად ჩანს, რომ რესპონდენტების 48% თვლის: ციფრული აქტივები აუცილებლად უნდა დაექვემდებაროს დაბეგვრას, 18% კი მხარს უჭერს ბეგარის დაკისრებას „მისაღებ დონეზე“. მხარდაჭერის ასეთი მაღალი დონე Childly-ში განმარტეს მომხმარებელთა მხრიდან ციფრული ვალუტების სრული რეგულირებისა და ლეგალიზაციის მოლოდინით. გამოკითხულთა 9%-მა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეა ამ საკითხზე საუბარი, 11-მა პროცენტმა კი უარი განაცხადა ციფრული აქტივების დაბეგვრაზე. 14%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა. შეგახსენებთ, რომ The Economist- ის ბოლოდროინდელი გამოკითხვის თანახმად საზოგადოებაში კრიპტოვალუტების ცნობადობა იზრდება, ხოლო 26% ენდობა მათ. https://bit.ly/2SsLGSJ 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.