Magdalena Posted May 1, 2020 Share Posted May 1, 2020 პირველი კრიპტოვალუტის ფასის ზრდამ გავლენა იქონია იმ მაინინგ-აღჭურვილობების მომგებიანობაზე, რომლებიც მოძველებულად ითვლება. მაინინგ-პულების - PoolIn-ისა და F2Pool-ის მიერ გამოთვლილი მოგების ინდექსის თანახმად მოძველებული აღჭურვილობები, მაგალითად Bitmain-ის Antminer S9 და Canaan-ის Avalon A851 აჩვენებენ 10-20%-იან მოგებას ელექტროენერგიის საშუალო ღირებულების პირობებში (0,05 აშშ დოლარი კვტ/სთ-ში). მოგების ყველაზე დიდ მატებას მიიღებენ ის მაინერები, რომლებმაც თავის მოწყობილობებში ეფექტურობის დონე აამაღლეს, მაგალითად გააერთიანეს ორი S9 ან შეამცირეს დატვირთვა, ძაბვა. მომგებიანობა შეიძლება გაიზარდოს ჩინეთში წვიმის სეზონის მოახლოების გამო, რადგანაც ელექტროენერგიის ფასი შესაძლოა დაეცეს მოჭარბებული ჰიდროელექტროენერგიის გამო. თუკი Bitcoin-ის ამჟამინდელი ფასი შენარჩუნდება, ძველი მაინერები, როგორიცაა Antminer S9, მოგების მოტანას ჰალვინგის შემდეგაც შეძლებენ. უფრო ახალი მოწყობილობები კი, მაგალითად Antminer S17, S19, ასევე WhatsMiner M20 და M30 შეძლებენ 60%-ზე მეტი მოგების მოტანას ელექტროენერგიაზე საშუალო დანახარჯებით (0.05 აშშ დოლარი კვტ/სთ-ში). https://bit.ly/2SmCM9m 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted May 1, 2020 Share Posted May 1, 2020 ეგ ოღონდ არაფერი ისეთი ფასი არაა, ანუ რაც ადრე 13000$ უდრიდა ეხლა დაახლოებით ეგეთივე ეფექტი აქვს მარტო 26000$ ბიტკოინის მაინინგში, მაგრამ მემგონი ავლენ მაგ მაჩვენებლამდე, ეგრევე არა მაგრამ 1-1.5 წლის შემდეგ არაა გამორიცხული, ეხლანდელი 8800 კი ფაქტიურათ 4400$ უდრის გამომუშავების მხრივ, ძალზე დიდი სხვაობა არ იქნება სირთულის და ჰეშრეიტების დაანგარიშების შემდეგ, დაჟე ზაფხულში 12000-13000$ რომ ავიდეს უკვე არ გამიკვირდება ჰალვინგის შემდეგ იცის ეგეთი ფასის მატება და ეგ პირველათ არ ხდება, 2012 და 2016 ჰალვინგების შემდეგ გაიზარდა საგრძნობლათ ფასი, ბულრანი სხვა თემაა, როდის მოაწყობენ ეგ არავინ არ იცის და ამჯერათ რა იქნება პიკური კურსი წინა 2017 წლის 20000$ ფონზე, ანუ ბევრათ მეტი თუ არც ისე, მაგრამ ეხლა კორონავირუსის პრობლემაც არის და მაგანაც შეაჩეროს შეიძლება დროებით რეზკი კურსის გაზრდა, სხვა ალტკოინები კი უბრალოთ ბიტკოინს მიყვებიან 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Power_VANO Posted May 4, 2020 Share Posted May 4, 2020 რეალურად, როგორც ყოველთვის, ყველაზე მეტად მოგებაში ის მაინერები რჩებიან, ვისაც შეუძლია მაინერი ამუშავოს დაბალი ფასის პირობებში (რადგან ნაკლები ამაინინგებს, სირთულე ნაკლებია და გამომუშავება მეტი), შეინახოს კრიპტო და გაყიდოს მაღალი ფასის დროს. თუ მუდმივად გაყიდვა გიწევს მაინერს, მანდ მთლიანად საბაზრო ფასზე ხარ დამოკიდებული. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.