Jump to content

ილონ მასკი მიგვანიშნებს, თუ სად აშენდება ქარხანა Cybertruck-ის გამოშვებისთვის


Recommended Posts

Tesla-ს გენერალურმა დირექტორმა გაამხილა გეგმის გარკვეული დეტალები, რომლებიც ეხება აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში Cybertruck Gigafactory-ის მშენებლობას. ეს იქნება ქარხანა, სადაც დაიწყება ელექტროპიკაპის წარმოება. 

image.jpeg 

მას შემდეგ, რაც კომპანიამ განაცხადა, რომ აშშ-ის ცენტრალურ ნაწილში ადგილს ეძებს ახალი Cybertruck Gigafactory ქარხნის მშენებლობისთვის, რამდენიმე შტატმა და ქალაქმა შეიტანა განაცხადი, რომ კომპანიის ყურადღება თავიანთ რეგიონზე მიაპყრონ. კერძოდ, ჯოპლინის ხელისუფლებამ Tesla-ს შესთავაზა მთელი რიგი შეღავათები, მათ შორის შემცირებული საგადახდო განაკვეთი, რაც მას 1 მლრდ აშშ დოლარის დაზოგვის საშუალებას მისცემს.  

მასკმა არ დააკონკრეტა რომელ რეგიონს განიხილავს Tesla ამჟამად, თუმცა ადრე ახსენა ტეხასი და ლოკაციები კიდევ სამ შტატში - ადგილები, სადაც კომპანიის მეორე ქარხანა უნდა აშენდეს. რაც შეეხება ტეხასს, დიდი ალბათობით საუბარი ოსტინს ეხება. 

image.jpeg 

როდესაც მასკს ჰკითხეს, რჩება თუ არა ოსტინი ქარხნის სამშენებლო გეგმაში მოწინავე ადგილას, მან დადებითი პასუხი გასცა. ამასან, გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ტეხასი ერთადერთი ვარიანტი არ არის და ქარხანა შესაძლოა სხვა ადგილზეც აშენდეს. 

ადრე მასკმა განაცხადა, რომ ახალ ქარხანაში ასევე მოხდება Model Y ელექტრომობილები  წარმოებაც, რათა დაკმაყოფილდეს ელექტრო ქროსოვერებზე მოთხოვნა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე.  

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.